კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება, მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები ერთი ცნობის დამთავრებას ვერ ასწრებენ, რომ ახალი აქვთ დასაწერი და სათქმელი, ასე რომ ვრცელი წერილის გამოქვეყნებას აზრი ჩვენთვისაც არ აქვს. უბრალოდ ვიტყვით, რომ უეფაში უკვე განიხილება ევრო 2020-ის ერთი წლით გადადების საკითხი. ეს იდეა რამდენიმე გავლენიანი საფეხბურთო ქვეყნის ფედერაციამ წამოჭრა, თუმცა როგორც ჩანს, პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი...
ჭდე: ევრო 2020
შევას მილანში დაუძახეს
ახალი სეზონიდან „მილანი“, შესაძლოა, ანდრეი შევჩენკომ ჩაიბაროს. დილით გავრცელებულ ამ ინფორმაციას კლუბის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ადასტურებს. „მილანის“ მწვრთნელს სტეფანო პიოლის კი უფროსობამ ულტიმატუმი წაიყენა – ან ჩემპიონთა ლიგის საგზური, ან – სახლი. სერია A-ს ოთხეულში მოხვედრა კი გუნდის მომზადების დონიდან და ამჟამინდელი სატურნირო მდგომარებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ჯერ კი არც შევშენკოს სცალია. მას გუნდი...
ესპანეთი!
სტოკჰოლმის „ტელე2 არენაზე” ესპანეთის ხელბურთელ კაცთა ნაკრები გახდა ისტორიაში მეორე გუნდი, ვინც ევროპის უძლიერესის ტიტული შეინარჩუნა. აქამდე ეს მხოლოდ შვედებს მოეხერხებინათ 2002 წელს. 17 769 მაყურებლის წინაშე ესპანელებმა ხორვატებს 22:20 მოუგეს. რაც ევროები ტარდება, ფინალში ამაზე დაბალი ანგარიში მხოლოდ ორჯერ იყო. იბერიელთა გამარჯვებას სანტანდერში დაბადებულმა ყირგიზმა მარჯვენა ინსაიდმა ალექს დუიშებაევმა საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე...
დღეს იქნება სამამულო ომი
სტოკჰოლმის „ტელე2 არენაზე” ევრო 2020-ის ბოლოსწინა დღე გერმანიისა და პორტუგალიის მატჩით გაიხსნა. ეს იყო შეხვედრა 5-6 ადგილებისათვის, რომლის ბედიც უკანასკნელ წამს არა, მაგრამ ბოლო წუთებში გადაწყდა. გერმანიამ მოიგო 29:27 და საბოლოო რეიტინგში მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა. პორტუგალია მეექვსეა. ორი წლის წინ წინ, ევრო 2018-ზე გერმანელები მეცხრეზე იყვნენ. პორტუგალიისთვის მეექვსე ადგილი ისტორიაში საუკეთესო შედეგია. გერმანიის ნაკრების მწვრთნელი...
არნახული სიგიჟე სტოკჰოლმში
ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ის პირველი ფინალისტის გამოვლენას, სტოკჰოლმის „ტელე 2 არენის” გადავსებულ 16 ათასიან დარბაზში ორი დამატებითი დრო დასჭირდა: ხორვატებმა ნორვეგიას 29:28 მოუგეს და ისტორიაში მესამედ გავიდნენ ევროს ფინალში. გამარჯვების გოლი დაცვის სპეციალისტმა ჟელიკო მუსამ გაიტანა. ძირითადი დროის პირველ ტაიმში, ნაქებ ნორვეგიას, რომლის სწრაფი, კომბინაციური თამაში 9 იანვრიდან მოყოლებული საყოველთაო აღტაცებას იწვევდა, ხორვატების თავგადაკლული, შეუვალი...
ხორვატიის უშიშრობაზე დასკვნას ნორვეგია დადებს
შვედეთში, ავსტრიასა და ნორვეგიაში დასრულდა ევრო 2020-ის მთავარი ეტაპი. დარჩა მატჩი 5-6 ადგილებისთვის, ნახევარფინალები, მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. მთავარი ეტაპის I ჯგუფში ხორვატიამ კინაღამ მოუგო ესპანეთს, მაგრამ იბერიელებმა ბოლოწამს გაქვითეს — 22:22. შედეგად, პირველი ადგილი ესპანელებს დარჩათ, მეორე კი ხორვატებს. ამ თამაშის შესახებ სხვანაირადაც შეიძლება ითქვას: ქამბექების დიდოსტატმა ხორვატიამ ესპანელებს ექვსქულიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა და...
აღარ დააწიოკა
პორტუგალია რომ ყოჩაღი გუნდია, ეს სლოვენიასთან ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ის მთავარი ეტაპის II ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაშიც დამტკიცდა. 21:21-მდე ანუ 45 წუთის განმავლობაში თამაში თანაბარი იყო და მხოლოდ მერე უმტყუნა სამხრეთელებს გამოცდილებამ. ბალკანელები წინ გავიდნენ და მოიგეს — 29:24. ამრიგად, სლოვენიამ უმნიშვნელოვანესი 2 ქულა შეიმატა და თუ ბოლო ტურში თვით ნორვეგიას აჯობებს, ნახევარფინალში გავა. თუ ვერა...
ხორვატია, ესპანეთი ან ეპანეთი, ხორვატია
ჩახვიდე ევროზე და ექვსი თამაშიდან ექვსი მოიგო, ჩინებული შედეგია. ეს ხორვატიამ ჩეხების კარში საფინალო სირენამდე სამი წამით ადრე გატანილი გოლით შეძლო — 22:21. გადამწყვეტი სროლა მარცხენა ინსაიდმა ლუკა სტეპანჩიჩმა შეასრულა. ხორვატთა გუნდში რამდენიმე წამყვანი ხელბურთელი ისვენებდა. მიზეზი: წინა ტურში გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ ბალკანელებს ნახევარფინალის საგზური გარანტირებული ჰქონდათ. ახლა ხორვატები, 8 ქულითა და ბურთების სხვაობით +14, მთავარი...
მეორე ჯგუფის ხლართები
ისლანდია ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ის ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. ეს მთავარი რაუნდის II ჯგუფში პორტუგალიის 28:25 ძლევით გახდა შესაძლებელი. ისლანდიელებმა თამაში მეტოქეზე უკეთ დაიწყეს და მეორე ტაიმის პირველ წუთებამდე წინ იყვნენ. პორტუგალიამ მაინც გაქვითა, რაც შეტევაში შვიდი ექვსზე ტაქტიკის წყალობით მოახერხა, მაგრამ ჩრდილოელები ასეთი ვარიანტისთვისაც მზად აღმოჩნდნენ და მაინც მოიგეს. მათ გამარჯვებაში საკვანძო როლი გამთამაშებელმა...
როცა მანქანამ ძრავა გადართო
ბელარუსმა ჩეხეთს დაძაბულ ბრძოლაში 28:25 მოუგო და ეგრეთწოდებულ ფინალურ უქმეებზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. ფინალურ უქმეებს ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ზე ფინალსა და მესამე ადგილისთვის მატჩებს უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ შეჯიბრებას უკვე ათი დღეა სამი ქვეყანა — შვედეთი, ნორვეგია და ავსტრია — მასპინძლობს. მთავარი ეტაპის I ჯგუფელებმა, ბელარუსმა და ჩეხეთმა იცოდნენ, რომ წაგების შემთხვევაში სტოკჰოლმში ვერ გაემგზავრებოდნენ და...









