ქართველებს გვეწყინა, სქოთებმა რაგბის ტესტ-მატჩის წინ საქართველოს ძველი ჰიმნი რატომ დაუკრესო — ეს ამბავი ყველგან დაიწერა, ყველგან ითქვა და აღარ გავიმეორებთ. სამაგიეროდ, გეტყვით რა გააკეთეს ფრანგებმა:
წუხელ, საფრანგეთსა და ალბანეთს შორის ევროპის ჩემპიონატის H ჯგუფის შესარჩევი შეხვედრის წინ „სტად დე ფრანსის” დინამიკებში ალბანეთის ნაცვლად ანდორას ჰიმნი აჟღერდა. ალბანეთის ნაკრებმა ფრანგთა ეს დაუდევრობა გააპროტესტა და თამაში მანამდე არ დაიწყო, სანამ მასპინძლებმა შეცდომა არ გამოასწორეს. ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა ჩოჩქოლი და დაყოვნება რომ შეატყო, სტვენა დაიწყო, მაგრამ სტადიონის გამომცხადებელმა მათ განუმარტა — მეტოქის ჰიმნი აგვერია, ამიტომ სომხეთის(!) ნაკრებს ბოდიშს ვუხდით და სწორ ჰიმნს ახლავე დავუკრავთო.
კიდევ კარგი, შემდეგ მართლა სომხეთის ჰიმნი არ დასცხეს…
თამაში დამთავრდა 4:1 საფრანგეთის სასარგებლოდ.
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 23:40დიდებული!
მთავარი ამბავი12/06/2026 | 16:59კითხვა შეერთებული შტატების საკონსულოს: იცით, ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ტარდება?
მთავარი ამბავი07/06/2026 | 22:36ერიქსენი სიკვდილს მოედანზე ეთამაშება
დავთარი16/11/2025 | 20:50წახვალ, ვილი ???
