ლეონარდო სპინაცოლას ევრო 2020-ის მეოთხედფინალურ შეხვედრაში აქილევსის მყესი გაუწყდა და თანაგუნდელებმა თვითმფრინავში სიმღერა დასცხეს — ამხნევებდნენ. მის გვარს გაიძახოდნენ.
იტალიამ ბელგიას 2:1 მოუგო, ნახევარფინალში გავიდა და 6 ივლისს „უემბლიზე” ესპანეთს ხვდება.
როდესაც „რომას” 28 წლის მცველი საკაცეზე დააწვინეს, აშკარა გახდა, რომ მისთვის ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა. არადა, მიმდინარე შეჯიბრებაში „სკუადრა აძურასთვის” ის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო.
როგორც ტელეკომპანია „სკაი იტალია” ამბობს, გაწყვეტილი მყესის მკურნალობა სპინაცოლას თვეობით დასჭირდება, რაც რომაელთა ახალი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიუსთვის აშკარად ელდისმომგვრელი ცნობაა.
დაშავებამდე ცოტა ხნით ადრე, სპინაცოლამ იტალიის ნაკრები უეჭველი გოლისგან გადაარჩინა, როდესაც რომელუ ლუკაკუმ მას მოარტყა ფეხში ბურთი.
„ის ასეთ ბედს არ იმსახურებდა. სპინაცოლა მიმდინარე ტურნირზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო და მართალია, დარჩენილ შეხვედრებში ვეღარ ითამაშებს, ასეთად დარჩება, — თქვა პრეს-კონფერენციაზე იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ, — ძალიან გვწყინს, რომ ასეთი რამ მოხდა. ტრავმა სერიოზული ჩანს. სპინაცოლა დიდი დანაკლისია და ჩვენ დარჩენილ შეხვედრებს მას მივუძღვნით”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/07/2026 | 11:55მბაპე ბომბარდირთა შორის ლიდერობს
მთავარი ამბავი01/07/2026 | 09:09იბრაჰიმოვიჩი: საფრანგეთის შემაშინებელია
მთავარი ამბავი30/06/2026 | 09:45ორი გრანდი პენალტებით გავარდა
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
