სტკიოდათ თუ არა თავი ნახევარფინალში დანიის ნაკრებთან გამარჯვებაზე მეოცნებე ინგლისელ ფანებს ვერ გეტყვით, მაგრამ დათვალეს, რომ უკრაინასთან 4:0 გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში 42 მილიონი პინტა ლუდი დაილია.
და, რასაკვირველია, ეს რეკორდი მოიხსნება, თუკი ოთხშაბათ საღამოს ინგლისის ნაკრები „კარლსბერგის” სამშობლოს გუნდსაც დაამარცხებს.
აჟიოტაჟს კარგად აღწერს ტელემაყურებლის რაოდენობა — როდესაც რომში, უკრაინასთან ზემოხსენებული მეოთხედფინალი მიმდინარეობდა, ინგლისში ტელევიზორს 20,9 მილიონი ადამიანი უჯდა.
ეს ხალხი შეკრებილი იყო, როგორც ფანზონებსა და პარკებში, ასევე სახლებში. საფეხბურთო ვნებათაღელვის ფონზე აღარავის ახსოვდა 18 თვიანი კოვიდრეგულაციები.
დიდი ჯაფა ადგათ დისტრიბუტორებს, რომლებმაც ლუდსახარშებიდან ლუდხანებისკენ ჩვეულებრივზე 10 მილიონი პინტით მეტ სასმელი გადაზიდეს. წინააღმდეგ შემთხვევებში მარაგი ამოიწურებოდა.
სტატისტიკა, რომელსაც ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრია აწარმოებს, ამბობს, რომ 23 მილიონი პინტა სახლებში დაილია, ხოლო 19 მილიონი პაბებში.
ხალხი მღეროდა „ფეხბურთი შინ ბრუნდება”-ს და ლონდონში, პიკადილის მოედანზე, შეფტისბერის მემორიალურ შადრევანზე ძვრებოდა.
იგივე სცენები იყო ინგლისის სხვადასხვა ქალაქებში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
