
„ბოავიშტას” 35 წლის ფრანგი მცველი ადილ რამი ნაკრებში თავის ყოფილ თანაგუნდელს, 22 წლის კილიან მბაპეს ორიგინალურად გამოექომაგა. მან თქვა, რომ ძალიან კმაყოფილია, ახალგაზრდა ვარსკვლავს შვეიცარიასთან აცილებული პენალტის შემდეგ ჯოჯოხეთური პერიოდი რომ უდგას.
რამი და მბაპე 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.
„მბაპეს ამ ყველაფრის გაძლება მოუწევს, — თქვა „ფრეჟუსის”, „ვალენსიას”, „მილანის”, „სევილიას”, „მარსელის”, „ფენერბაჰჩესა” და „სოჭის” ყოფილმა ფეხბურთელმა, — ის დაეცა, ხელი მოეცარა, მას აკრიტიკებენ, მაგრამ ამ ყველაფრის წყალობით დაღვინდება და მიხვდება, თუ რა არის ფეხბურთი. დიახ, გარკვეული გაგებით მიხარია კიდეც რომ იტანჯება, რადგან ვიცი, ამ ტანჯვის შედეგად ის დიდ წარმატებებს მიაღწევს. ეს ყოველთვის ასე ხდება და პირადად ჩემთვის ამაში გასაკვირი არაფერია.
მე მქონდა შესაძლებლობა გარკვეული ხანი მეცხოვრა მასთან ერთად და გამეცნო როგორც პიროვნება. ვიცი, რომ მას ყველაფერში უნდა მონაწილეობა, ისევე, როგორც უნდოდათ მის კერპს კრიშტიანუ რონალდუს და სხვა დიდ ვარსკვლავებს.
გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მბაპე ჯერ ბავშვია, მხოლოდ 22 წლის არის და საკუთარი თავის ძიებაშია. ის ჯერ უნდა დაღვინდეს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
