ევრო 2020-ზე საუკეთესო გოლის ავტორად პატრიკ შიკი დაასახელეს. ჩეხმა თავდამსხმელმა შოტლანდიასთან ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მოენდნის შუიდან გაიტანა. შიკის გუნდი უკვე იგებდა 1:0-ს, როდესაც „ლევერკუზენის” მოთამაშემ 45,4 მეტრიდან გადაუგდო ბურთი თავზე მეკარე დევიდ მარშალს, რომელსაც უკან თავქუდმოგლეჯილმა გაქცევამ ვეღარ უშველა. ამ გოლმა სქოთები მორალურად გატეხა და შეხვედრა დასრულდა კიდეც 2:0. მეორე გოლად დაასახელეს ფრანგი პოლ პოგბას...
ჭდე: ევრო 2020
ის შეიძლება ყატარიდან დაბრუნდეს შინ
რასაკვირველია, ევრო 2020-ზე იტალიასთან ფინალის წაგება სამწუხარო იყო, მაგრამ ინგლისური ფეხბურთის მომავალი რომ ნათელია, ამის მისახვედრად საკმარისია გადახედოთ, რამდენი ნიჭიერ მოთამაშეს ზრდიან ქვეყნის საფეხბურთო აკადემიები. პრემიერლიგის კლუბების დღევანდელი აკადემიები რომ შევადაროთ 2004 წლისას, როდესაც მე პირველად ჩამოვედი ინგლისში, ფრიად მარტივ დასკვნას გავაკეთებთ: ჩვენ უდიდესი პროგრესის მოწმენი ვართ, — თქვა „რომას” ახალმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ ევრო...
მანჩინი – საპატიო შოტლანდიელი?
ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინა დღით ერთ-ერთმა შოტლანდიურმა გაზეთმა პირველ გვერდზე რობერტო მანჩინი „მამაცი გულის“ გმირი უილიამ უოლესის საჭურვლით ასახა და ტექსტი დაურთო: „რობერტო, გვიხსენი. ჩვენ კიდევ 55 წელი ვერ ავიტანთ (იგულისხმება 1966 წელს ინგლისის მსოფლიო ჩემპიონობა და ამით მათი ყელყელაობა)“. ნამატჩევს იმავე გაზეთმა მანჩინის დაჯილდოება – შოტლანდიის საპატიო მოქალაქის ტიტულის მინიჭება მოითხოვა. ფოტოზე მანჩინი იმ...
ყველამ დაიმახსოვროს: მე ვარ მანჩესტერელი შავკანიანი!
მარკუს რეშფორდმა თქვა, რომ გულშემატკივრის მხარდაჭერამ ცრემლებამდე მიიყვანა. რეშფორდმა ევრო 2020-ის ფინალში, მას მერე რაც ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტი უმწიფრად შეასრულა, ძელს გაარტყა ბურთი. ამის გამო ის ქომაგთა გაავებული ნაწილის ლანძღვის ობიექტი გახდა და ვინაიდან აფრიკული წარმოშობისაა, შეურაცხყოფის ნიაღვარში რასისტულიც მოტივიც მრავლად იყო. შეურაცხმყოფელი წარწერებით გადაიჯღაბნა მანჩესტერში, კერძოდ ვითინგტონში კედელზე...
ევრო 2020-ის ფინალი მესამე ადგილზეა
ევრო 2020-ის ფინალი, რომელშიც იტალიის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს ძირითად და დამატებით დროში ნათამაშები 1:1-ის შემდეგ პენალტებით მოუგო, ბრიტანული ტელევიზიის ისტორიაში მაყურებელთა რაოდენობით მესამე ადგილზე აღმოჩნდა. თამაშს გადასცემდა ორი ტელეკომპანია BBC და ITV, რომელთაც ერთად 31,1 მილიონი მაყურებელი დაუგროვდათ. არსებობს ასეთი Overnights.tv რომელიც მთელი მსოფლიოს მედიაინდუსტრიის რეიტინგს აქვეყნებს და ფინალის ამბავიც სწორედ აქედან გახდა ცნობილი....
იტალია 53 წლის შემდეგ
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და ტიფოზები ქალაქების ქუჩებს მოედნენ. რობერტო მანჩინის გუნდმა ძირითად და დამატებით დროში 1:1-ის მერე ინგლისის ნაკრები პენალტებით დაამარცხა. ინგლისელთაგან ბოლო სამი პენალტი მარკუს რეშფორდმა, ჯეიდონ სანჩომ და ბაკაიო საკამ დაარტყეს. რეშფორდმა ძელს გაარტყა ბურთი, სანჩოსა და საკას კი იტალიელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ აჯობა. სამივე ინგლისელმა გულშემატკივარს თერთმეტმეტრიანის შესრულების უმწიფარი ვარიანტი...
Home არა, Rome
იტალიის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს ევრო 2020-ის ფინალში პენალტებით მოუგო. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დამთავრდა. ანგარიში მე-2 წუთზე ინგლისელმა ლუკ შოუმ გახსნა, 67-ზე კი „იუვენტუსის” 34 წლის მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ გაქვითა. მატჩის დამთავრების შემდეგ, ბონუჩი ტელეკამერასთან მივარდა და ჩასძახა: it’s coming to Rome (ის რომში მოდის). რას ნიშნავს ეს შეძახილი ალბათ ყველასთვის ნათელია,...
იტალიის ნაკრების ხინჯი
ინგლისური ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი და ნაკრების მწვრთნელი გლენ ჰოდლი ორი კვირის წინ, იტალიისა და ავსტრიის მერვედფინალურ შეხვედრას (იტალიამ მოიგო დამატებით დროში 2:1) ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს და ახლა, ფინალის წინ ამბობს, რომ იმ დღეს „სკუადრა აძურას” ხინჯი შეამჩნია. ზემოთ ნახსენები შეხვედრის 65-ე წუთზე იყო ეპიზოდი როდესაც ავსტრიელმა მარკო არნაუტოვიჩმა ბურთი იტალიელების კარში შეაგდო. მანამდე რობერტო მანჩინის...
უემბლიდან პირდაპირ ლას ვეგასში
თუ ხვალ ევრო 2020-ის ფინალში გაიმარჯვებენ, ინგლისელი ვარსკვლავები ლას ვეგასში აიწყვეტენ. „ლხინის ჭიას” ჯეკ გრილიშსა და მეკარე ჯორდან პიკფორდს ბიჭების აყოლიება ჰქონიათ გადაწყვეტილი. ჯერჯერობით, გრილიშსა და პიკფორდს „კაზინოთა მექაში” მიჰყვებიან მეისონ მაუნტი, დეკლან რაისი, და ბენ ჩილუელი. ლას ვეგასისკენ გეზი უჭირავს გრილიშის ძმაკაცს, „ლესტერ სიტის” ნახევარმცველ ჯეიმს მედისონსაც. მათ, ამ წლის დასაწყისში უკვე მოასწრეს...
მოურინიუ: ძლიერმა გაიმარჯვა, მსაჯს კი ალბათ ცუდად ეძინა
„მეორე ადგილზე გასვლა საკმარისი არ არის. თუ ინგლისი კვირას, ფინალში იტალიას ვერ მოუგებს, ეს მისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება, რადგან ტიტული ძალიან ახლოსაა, ერთი მატჩიღაა დარჩენილი, — უთხრა რადიო talkSPORT–ს ინგლისელთა ევრო 2020-ის ფინალში გასვლის შემდეგ ჟოზე მოურინიუმ, შემდეგ კი მისი ნალაპარაკევი „სანმა” გადაბეჭდა, — ინგლისელმა ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ თავი გაართვან ურთულეს...









