ჭდე: დინამო

Home დინამო
ჯაბა დინამოშია!
ჩანაწერი

ჯაბა დინამოშია!

თბილისის „დინამოს“ ჯაბა კანკავა დაუბრუნდა… დაუბრუნდა 20 წლის შემდეგ. კონტრაქტი ჯერჯერობით ერთწლიანია, თუმც ვინ იცის, 38 წლის ფეხბურთელი ფიზიკურად თავს ახლაც მშვენივრად გრძნობს და მისი ხასიათის გათვალისწინებით, მშობლიურ გუნდს, ეგებ მეტხანსაც შემორჩეს. „დინამოდან“, სადაც შედგა კიდეც საქართველოს ნაკრების მომავალი კაპიტნის დებიუტი დიდ ფეხბურთში, კანკავამ ვლადიკავკაზის „ალანიას“ მიაშურა, შემდეგ კი იყო: კიევის „არსენალი“, „დნეპრი“, კრივბასი“, ფრანგული...

არასერიოზული
ჩანაწერი

არასერიოზული

ამბის არსი ასეთია: წინასაარჩევნოდ პრემიერ მინისტრი ვაზიანში ახალი სტადიონის აშენების ინიციატივით გამოვიდა. ცხადია, გაჩნდა კითხვა: რატომ არის ეს წარმოუდგენელი სიძვირის მშენებლობა აუცილებელი და რა ბედი ელის უფუნქციოდ დარჩენილ „დინამოს“? კითხვის პასუხად ითქვა, რომ „დინამო“ ამორტიზებულია. გაჩნდა მომდევნო კითხვა: როდის ამორტიზირდა „დინამო“? ფაქტია, რომ სტადიონმა ანშლაგით უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, 21 და 26 მარტის (ლუქსემბურგთან და...

ხოხავს, სულს ღაფავს, ხრიალებს…
ჩანაწერი

ხოხავს, სულს ღაფავს, ხრიალებს…

„თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან“… ამბობდნენ, 1981 წლის გამარჯვებით ნუ ცხოვრობთ, ეგ დრო წავიდა, საქართველოში ფეხბურთი მოკვდაო. დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გვყავს. გვყავს შემტევი, რომელზეც ანტონიო კონტე გუნდის აშენებას აპირებს, პსჟ კი ყველაფერს აკეთებს, რომ გადაიბიროს. „მკვდრისთვის“ მეტისმეტად ამბიციური განაცხადია. ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ვითამაშეთ, ჯგუფიდან გავედით და მომავალ ჩემპიონებთან დავმარცხდით. თქმა არ...

სუპერთასი დაწყვილდა
ჩანაწერი

სუპერთასი დაწყვილდა

ცნობილი გახდა საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური წყვილები, რომლის წილისყრაც ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა. ნახევარფინალები 28 ივნისს გაიმართება – „იბერია“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბათუმი“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს. გამარჯვებულები ფინალში ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, დამარცხებულები კი გულის დასამშვიდებლად მესამე ადგილისთვის მატჩში ითამაშებენ – სუპერთასისთვის დაწესებული საპრიზო ფონდი ყველა გუნდზე შესაბამისი ადგილების მიხედვით გადანაწილდება. 28 ივნისი, 20:00 „დავით პეტრიაშვილი არენა“...

… თუ დინამო არ გავარდა
ჩანაწერი

… თუ დინამო არ გავარდა

მე-8 ტურის შემდეგ ელიგას ისევ „იბერია 1999“ ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ბათუმსაც“ 19 ქულა აქვს და თბილისელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ჯობნიან. „იბერიამ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა. ამჯერად „გაგრასთან“  3:1. ახლა „იბერია“ პირველზეა, „გაგრა“ – ბოლოზე. მიჯრით მესამედ მოიგო „ტორპედომაც,“ რომელიც „იმერულ დერბიში“ „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა. „თელავმა“ სამტრედიაში უშუალო კონკურენტს სძლია და...

ალიშერი კუკტოშიდან…
ჩანაწერი

ალიშერი კუკტოშიდან…

„დინამოს“ ტაჯიკეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი – ალიშერ შუქუროვი შეუერთდა. დედაქალაქურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. შუქუროვმა სამედიცინო შემოწმება თბილისში გაიარა და „დინამოს“ სიდეში, საწვრთნელი შეკრების მეორე ეტაპზე შეუერთდება. ალიშერ შუქუროვი ტაჯიკური „კუკტოშის“ აღზრდილია და თბილისურ კლუბში გადმოსვლამდე ამავე კლუბის ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში ყველა პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს....

უიპეშტი და კობოური
ჩანაწერი

უიპეშტი და კობოური

თბილისის „დინამოს“ მცველი დავით კობოური კარიერას უნგრულ „უიპეშტიში“ გააგრძელებს – ტრანსფერის შესახებ ფეხბურთელის ახალი გუნდი იუწყება. დავით კობოური „დინამოს“ აღზრდილია და პირველი გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა. მან გუნის ფორმით ყველა ტურნირზე 200 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა. თამაშობდა საქართველოს ყველას ასაკობრივ და ეროვნულ გუნდებში. კობოური „დინამოსთან“ ერთად ოთხჯერ გახდა...

შალომ, საბა…
ჩანაწერი

შალომ, საბა…

ისრაელის მთავარი ლიგის გუნდმა, ნეთანიის „მაკაბიმ“ 21 წლის საბა ხვადაგიანის ტრანსფერი ოფიციალურტად დაადასტურა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ძირითად გუნდში ხვადაგიანმა 2021 წლიდან 90 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ხვადაგინმა 16 მატჩში, 2 გოლით გამოიჩინა თავი, ამას გარდა უთამაშია ყველა...

დინამომ ფრანგიც დაიმატა
ჩანაწერი

დინამომ ფრანგიც დაიმატა

ფრანგი ნახევარმცველი დომინიკ საიმონი კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს – 23 წლის ფეხბურთელი გუნდს სიდეში შეუერთდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და დედაქალაქურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ფრანგი ფეხბურთელის ძირითადი სათამაშო პოზიცია ცენტრალური ნახევარმცველი გახლავთ, თუმცა მას საყრდენ ზონაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. საიმონი „ობერვილერსის“ აღზრდილია. თამაშობდა ესპანურ „ნავაროში“, ბოლო ორი წელი კი ესტონურ „პაიდეში“ გაატარა, სადაც 2022 წელს...

ოსკარი დინამოსთვის…
ჩანაწერი

ოსკარი დინამოსთვის…

„დინამოს“ რიგებს გვატემალის ნაკრების 24 წლის შემტევი ოსკარ სანტისი შეუერთდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2+1 პირობით გაფორმდა. ახალწვეული „დინამოს“თურქეთში შეუერთდება, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი თბილისურ კლუბთან ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება – ინფორმაციას „დინამოს“ პრესსამსახური ავრცელებს. სანტისმა პროფესიული კარიერა გვატემალის „სუჩიტეპეკესში“ დაიწყო, შემდეგ კი ოთხი სეზონი გვატემალის „კომუნიკასიონესში“ გაატარა. ბოლო ორი...