ისრაელის მთავარი ლიგის გუნდმა, ნეთანიის „მაკაბიმ“ 21 წლის საბა ხვადაგიანის ტრანსფერი ოფიციალურტად დაადასტურა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ძირითად გუნდში ხვადაგიანმა 2021 წლიდან 90 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ხვადაგინმა 16 მატჩში, 2 გოლით გამოიჩინა თავი, ამას გარდა უთამაშია ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ერთი შეხვედრა ეროვნული გუნდის მაისურითაც აქვს ჩატარებული.
მისი ახალი გუნდი, ნეთანიის „მაკაბი“ ისრაელის მიმდინარე ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა და პირველ საჩემპიონო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის.
აღსანიშნავია, რომ „მაკაბიში“ ყოფილი დინამოელი, სტანისლავ ბილენკი თამაშობს, რომელიც ისრაელში საქართველოს ჩემპიონატიდან გადავიდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
