ჭდე: დინამო თბილისი

Home დინამო თბილისი
ბადრის დაფასება!
ჩანაწერი

ბადრის დაფასება!

„დინამო“ თბილისმა ბადრი კეთილაძის სახელობის ყოველწლიური პრემია დააწესა. ბადრი კეთილაძე – ადამიანი, რომელიც უპირველესად დააკლდა ოჯახს, უსაყვარლეს მეუღლესა და ქალიშვილს, მერე კი ყველას, ვინც იცნობდა. მით უმეტეს მათ, ვისთვისაც სპორტი და კონკრეტულად ლამაზი ფოტო სულერთი არაა. სამწუხაროდ, მძიმე სენმა მთელ ქვეყანას წაართვა ეს კაცი. ბადრი დიდხანს მუშაობდა „სარბიელში“, გაზეთის ერთ-ერთი ნათელი სახე იყო. ბადრისგან მხოლოდ...

გოლი შეკვეთილი კუთხურიდან
ჩანაწერი

გოლი შეკვეთილი კუთხურიდან

ილია დათუნაშვილს  სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, ორი ეპოქალური მოვლენის შემოქმედია – თბილისის  „დინამოს“ პირველი საჩემპიონო მატჩის მთავარი გმირი გახდა ორი გოლით და ერევნის „არარატს“ ერთ ტაიმში 5 გოლი გაუტანა (27 წუთში). ამის შესახებ ბევრჯერ დაწერილა. მე ერთი, ბევრისთვის უცნობი , თითქოს არაფრით გამორჩეული მატჩი მინდა გავიხსენო.  ეს შეხვედრა „დინამოს“ გაჩემპიონების შემდეგ მალევე გაიმართა (ზუსტი დრო...

ბელორუსიზაცია
ჩანაწერი

ბელორუსიზაცია

ბელორუსული მედია საკუთარ ჩემპიონატს შეეხო, მაგრამ საქმე ისე გამოუვიდა, მეტი დრო თბილისის „დინამოს“ დაუთმო. ბელორუსები წერენ, რომ მათ ჩემპიონატში საქმე კარგად არ არის. ბოლო დროს ტრანსფერების მხრივ მხოლოდ გადინებაა და არანაირი შევსება არ ხდება, შედეგად გუნდები სუსტდებიან. ბელორუსის ჩემპიონატის ტოპ-ლეგიონერები ისრაელში გადაბარგდნენ, მიდიან უკრაინელები და რუსები. მეტიც, უკვე ბელორუსებმაც დაიწყეს „გაქცევა“. „ტორპედო-ბელაზისა“ და ბელორუსის ნაკრების...

დინამო ცხადაძეს ჩააბარეს
ჩანაწერი

დინამო ცხადაძეს ჩააბარეს

„დინამო“ თბილისი კახა ცხადაძემ ჩაიბარა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება გიორგი ნემსაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემდეგ მიიღო. ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ ხმაურდება, მაგრამ კლუბი უახლოეს პერიოდში პრესკონფერენციას გეგმავს და ყველა დეტალის გაჟღერებას იქ აპირებს. ცხადაძემ მწვრთნელობა ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას დაიწყო, როდესაც თბილისის „ლოკომოტივში“ მოთამაშე მწვრთნელი იყო. 2005 წელს თბილისის „დინამო“ გააჩემპიონა და...

ჩანაწერი

დინამო ტიტულამდე: 1 ტური, 2 ქულა

შაბათს ეროვნულ ლიგაში ორი მნიშვნელოვანი გამოტოვებული მატჩი გაიმართა. ორივეში ჩემპიონობის მაძიებლები ფლეი აუტის კანდიდატებს ხვდებოდნენ. „დინამომ,“ ერთობ მოსაწყენ შეხვედრაში, ნოდარ ქავთარაძის პენალტით მოუგო „სამტრედიას,“ უშუალო მდევართან ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და დიდი ალბათობით, ჩემპიონობას ხელიდან აღარ გაუშვებს, რადგან ბოლო ტურში უკვე გავარდნილ და უმოტივაციო „მერანს“ უმასპინძლებს. დინამოელებს პირველობისთვის „მერანთან“ ფრეც დააკმაყოფილებთ, რადგან ბათუმელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ....

მე ვარ მეცხვარე…
ჩანაწერი

მე ვარ მეცხვარე…

გილოცავთ, მეგობრებო: „დინამო“ გუშინდელი საღამოს ყველაზე წყალწაღებული გუნდი არ ყოფილა. „დუნაისკა სტრედამ“ ავსტრიულ „ლასკთან“ სულაც 0:7 წააგო. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ამ უწყალწაღებულესმა „დუნაისკა სტრედამ“ ორი წლის წინ ეს ჩვენი „დინამო“ ათრია… ახლა კი სერიოზულად: ვიკიპედიაში ამოვიკითხე, რომ პოლ კლეტსტარდი ფარერელი მამაკაცისთვის ისეთი ჩვეული საქმიანობითაც არის დაკავებული, როგორიც მეცხვარეობა და ვეშაპებზე ნადირობაა. პოლ კლეტსტარდმა „დინამოს“...

ლანდი!
ჩანაწერი

ლანდი!

ვერ გეტყვით, ეს რა გრძნობა იყო. ყველაზე დიდი დამცირება, რაც ქართული ფეხბურთისგან გადაგვიტანია. თბილისის „დინამოს“ გუშინდელი 1:6 კატასტროფის ფონზე იმავე ფარერებზე წლების წინ „ვიტ ჯორჯიას” წაგებული 0:3 ლამის გმირობად გვეჩვენება. ვინ? თბილისის „დინამომ”? ვისთან? უსახელო კუნძულელებთან, რომლებიც გლდანულას არ აღემატებიან მოსახლეობით და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დურგალი ჰყავთ? აქ უკვე უნდა შეწყდეს ნებისმიერი ინსინუაცია. რომან...

საქართველოს ჩემპიონი სლოვენიაში ალოდინეს
ჩანაწერი

საქართველოს ჩემპიონი სლოვენიაში ალოდინეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილთა შორის მეჩვიდმეტე გუნდად შევიდა. ეს სლოვენიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ გაირკვა, სადაც პირველადგილოსანი „ცელიე“ შინ „მარიბორს“ დაუზავდა (2:2) და მოპოვებული ოქროს მედლებით საქართველოს ჩემპიონი ახეირა. არადა, ჩემპიონი რომ გაცილებით მაღალი რეიტინგის მქონე „მარიბორი“ გამხდარიყო, განთესილთა შორის სწორედ ის მოხვდებოდა და ეს დინამოელებს აზარალებდა. აი, ეს...

მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები
ჩანაწერი

მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები

მეორე ტურის მთავარმა მატჩმა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონობის თეორიული კანდიდატები ხვდებოდნენ, არ გაამართლა. თბილისის და ბათუმის „დინამოების“ შეხვედრა ცოტა უფრო მძაფრი და ჟინიანი წარმოგვედგინა, ერთმანეთს ხომ წინა სეზონის ჩემპიონ-ვიცეჩემპიონი ხვდებოდნენ. მაგრამ ნუ განვსჯით მკაცრად, სეზონი ჯერ მხოლოდ იწყება და ყველაფერი წინ არის. პლუსი ის არის, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, მეტოქეებმა გოლების გატანა მოახერხეს. ბათუმელთაგან თავი ჯაბა...

„დინამომ” მთაწმინდა გაალურჯა!
ჩანაწერი

„დინამომ” მთაწმინდა გაალურჯა!

თბილისის „დინამომ“ ეროვნული ლიგის გათამაშების ბოლო ტურში „ვიტ ჯორჯიას“ ლევან კუტალიასა და სენეგალელი არფან დაფეს გოლებით 2:0 მოუგო და ისტორიაში მეჩვიდმეტედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. დინამოელებმა სამი წლის შემდეგ დაიბრუნეს ტიტული. მათ პირველად აღმართეს ახალი საჩემპიონო სინი, რომელიც 2017 წლიდან თამაშდება. მთავარი მწვრთნელის, ჩისკოს სადებიუტო სეზონი წარმატებული გამოდგა. მას ფეხბურთელობისასაც ორჯერ მოუგია „დინამოს“ მაისურით საქართველოს ჩემპიონობა....