მესამე წრის ბოლოსწინა ტურში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. მომგებმა მოიგო. თუმცა საჩემპიონო ბრძოლა სულ უფრო იძაბება და როცა „საბურთალო“ – „დინამო“ გამოტოვებულ მატჩებს ითამაშებენ, ვფიქრობთ, ვითარება უფრო დაიძაბება. მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ეტყობა ნელ-ნელა ივიწყებს „არარატ არმენიას“ კოშმარს და ყალიბში დგება. ყოველ შემთხვევაში, „სიონთან“ მათ ძველებურად ყოჩაღად ითამაშეს და უპრობლემოდ გაიმარჯვეს. „ბათუმი“ – „ლოკომოტივის“ მატჩის გმირ-ანტიგმირი ვლადიმერ...
