ჭდე: დინამო თბილისი

Home დინამო თბილისი
თუ მესამე ეტაპზე გავიდნენ…
ჩანაწერი

თუ მესამე ეტაპზე გავიდნენ…

უეფა-ს შტაბბინაში კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ასპარეზობას სამი ქართული კლუბი განაგრძობს – თბილისის „დინამო“, „დილა“ და „ტორპედო“. დინამოელები ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნის შემდეგ გადაერთვნენ და ე.წ. „ჩემპიონების გზით“ ასპარეზობენ. მეორე ეტაპზე „დინამოს“ მეტოქე მალტის „ჰამრუნ სპარტანსია“, თუ საქართველოს ჩემპიონმა ეს ბარიერი დაძლია, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშსა“...

დინამო მალტაზეა…
ჩანაწერი

დინამო მალტაზეა…

თბილისი „დინამო“უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად მალტის დედაქალაქ ვალეტაში ჩარტერული რეისით ჩავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია. ტრავმების გამო საქართველოს ჩემპიონს თორნიკე კირკიტაძე და მუსა სანგარე ვერ დაეხმარებიან. დინამო თბილისის შემადგენლობა სპარტანსის წინააღმდეგ: მეკარეები: გიორგი ლორია, დავით კერესელიძე მცველები: ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით...

გიორგი ჭიაბრიშვილი: ყველანაირი სცენარისთვის ვემზადებით…
ჩანაწერი

გიორგი ჭიაბრიშვილი: ყველანაირი სცენარისთვის ვემზადებით…

„ასტანასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს: გიორგი ჭიაბრიშვილი: შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთს ორი თანაბარი ძალის გუნდი ეთამაშება, „ასტანა“ ევროტურნირებზე წარმატებით და სტაბილურად თამაშობდა. მათ ჰყავთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. ჩვენი გუნდიდან მხოლოდ ორი მოთამაშეა საქართველოს ნაკრებში. კარგია, რომ ტრავმირებულები დაგვიბრუნდნენ....

დინამო ლიგას ასტანასთან იწყებას…
ჩანაწერი

დინამო ლიგას ასტანასთან იწყებას…

დღეს უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვლიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა საქართველოს ჩემპიონის თბილისის „დინამოს“ პირველი მეტოქე ამ ტურნირზე – დინამოელები პირველ შეხვედრაში ყაზახეთის ჩემპიონს, „ასტანას“ ეთამაშებიან. პირველი მატჩი სტუმრად გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები 11-12 ივლისს გაიმართება, საპასუხო 18-19 ივლისს. ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. ასტანა (ყაზახეთი) – დინამო (თბილისი, საქართველო) ჰაკენი...

მარგველაშვილი დინამოში
ჩანაწერი

მარგველაშვილი დინამოში

„დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე პირველი ტრანსფერი განახორციელა – საქართველოს ჩემპიონმა გაგი მარგველაშვილი დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. „გაგი მარგველაშვილი „დინამო თბილისში“ ითამაშებს, ქართველი ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში. მარგველაშვილმა ბოლო ორი სეზონი ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპიში“...

ლუკა მიუნხენის გზაზე…
ჩანაწერი

ლუკა მიუნხენის გზაზე…

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე მალე მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდება. მან „რეკორდმაისტერთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი 2022 წლის 17 აგვისტოს გააფორმა. თუმცა იმ დროისთვის, როგორც არასრულწლოვანსა და არაევროკავშირელს, გერმანიაში თამაშის უფლება არ ჰქონდა და საქართველოში დაბრუნდა. თბილისის „დინამოდან“ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო იჯარით „გაგრაში“ გადავიდა, სადაც მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი მცირე ტრავმა მიიღო. 18 წლის...

არის, დინამომ მოიგო!
ჩანაწერი

არის, დინამომ მოიგო!

წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის მე-9 ტურში თბილისის „დინამომ“ ნანატრი გამარჯვება იზეიმა. აქამდე უქულოდ და ბოლო ადგილზე მყოფმა დეიან სტანოიევიჩის შეგირდებმა სტუმრად „ჰანოვერი“ 10:8 დაამარცხეს. თითქოს „დინამო“ აქაც უქულოდ უნდა დარჩენილიყო – ტაიმის ბოლოს 4:8 ჩამორჩა, თუმცა დარჩენილ დროში ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს გოლი არ გაატანინეს, საპასუხოდ ექვსი შეაგდეს და გაიმარჯვეს კიდეც. 3-3 გოლი ბესო ახვლედიანმა და სტეფან...

დინამო-ნავბახორი-დინამო…
ჩანაწერი

დინამო-ნავბახორი-დინამო…

ზორან მარუშიჩი უზბეკური „ნავბახორიდან“ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა. სერბი თავდამსხმელი დედაქალაქურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა. მარუშიჩი „დინამოს“ ღირსებას 2021 წლის სეზონში იცავდა, მან ლურჯ-თეთრების შემადგენლობაში 42 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. იმავე სეზონში იგი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, თავდამსხმელად და ლეგიონერად დასახელდა....

დინამო ჩემპიონია !
ჩანაწერი

დინამო ჩემპიონია !

ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში ლიდერმა, თბილისის „დინამომ“ დავით სხირტლაძისა და ულად-ომარ იმრანის გოლებით 2:1 დაამარცხა „გაგრა“ და საქართველოს ჩემპიონი გახდა. უშუალო კონკურენტმა, „ბათუმმა“ კი „ტორპედოსთან“ ფრედ (2:2) ითამაშა და თბილისურ კლუბს სამი ქულით ჩამორჩა. დინამოელებისთვის ეს საქართველოს ჩემპიონის მე-19 ტიტულია ისტორიაში.  

ანდრეს კარასკო: ასეთ რამეს არ ველოდით
ჩანაწერი

ანდრეს კარასკო: ასეთ რამეს არ ველოდით

იტალიურ Radio Crc-ში, რაფაელე აურიემას გადაცემა Si Inflate la Rete-ს ესტუმრა თბილისის „დინამოს” აკადემიის მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა. „იმ ხალხმა, ვინც ბიჭის პროგრესს ვადევნებდით თვალს, ვიცოდით, რომ მას დიდი ეფექტის მოხდენა შეეძლო, მაგრამ ასე თუ მოხდებოდა, რას წარმოვიდგენდით. ის ყოველთვის საუცხოო მოთამაშე იყო, განსაკუთრებით აკადემიაში, მაგრამ საუკეთესოთა შორის არ ყოფილა...