ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე მალე მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდება. მან „რეკორდმაისტერთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი 2022 წლის 17 აგვისტოს გააფორმა. თუმცა იმ დროისთვის, როგორც არასრულწლოვანსა და არაევროკავშირელს, გერმანიაში თამაშის უფლება არ ჰქონდა და საქართველოში დაბრუნდა. თბილისის „დინამოდან“ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო იჯარით „გაგრაში“ გადავიდა, სადაც მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი მცირე ტრავმა მიიღო.
18 წლის პარკაძე „თელავთან“ მატჩის შემდეგ „გაგრის“ მოთამაშეებს დაემშვიდობა 22 ივნისს კი გერმანიაში გაემგზავრება.
ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, პარკაძეც „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, სადაც დებიუტი 2021 წლის სეზონში ჰქონდა. „ბაიერნის“ სელექციონერებს ის საქართველოსა და გერმანიის 17-წლამდელ ნაკრებთა მატჩისას მოეწონათ და ხანგრძლივი კონტრაქტიც გაუფორმეს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
![[GetPaidStock.com]-6334402159bad ლუკა მიუნხენის გზაზე…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2023/06/GetPaidStock.com-6334402159bad.jpg)