ავტორიტეტული თურქული გამოცემა „ფანატიკის“ ინფორმაციით, შოთა არველაძე თურქეთში ბრუნდება და „ქარაგუმრუკს“ გაწვრთნის. ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა, სეზონის ბოლოს კი იქ საბა ლობჟანიძე თამაშობდა.
გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი პოზიტიური იყო. გამოცდილ სპეციალისტი, რომელიც 2022 წლის სექტემბრის შემდეგ უმუშევარი იყო, თურქეთის სუპერლიგის გუნდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია.
„გასულ სეზონში „ქარაგუმრუკს“ იტალიელი ლეგენდა ანდრეა პირლო წვრთნიდა. მან პოსტი სეზონის ბოლოს დატოვა, ახლა კი მწვრთნელების კანდიდატთა სიის სათავეში შოთა არველაძეა. პირველი კონტაქტი პოზიტიური იყო, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა“, – წერს თურქული გამოცემა „ფანატიკი“.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
