დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს უთხრა, რომ მათი წარმატება სამ რამეზე — სიმშვიდეზე, საკუთარი თავის რწმენასა და კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. „ლურჯებს” დღეს, ხორვატიასთან ფინალში ფავორიტებად მიიჩნევენ, მაგრამ დეშამს კარგად ახსოვს ორი წლის წინანდელი, როდესაც „ევრო 2016″-ის ფინალში მისი გუნდი პორტუგალიასთან ასევე ფავორიტად ითვლებოდა. მაშინ საფრანგეთი დამარცხდა. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე დეშამმა თქვა: „ასეთ შეხვედრაში მონაწილეობაზე სასიამოვნო და საამაყო...
ჭდე: დიდიე დეშამი
დემბელე ცუდად მოიქცა
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა, რომლდანაც საკუთრივ გერმანულ გამოცემას ყველაზე საინტერესოდ ორი ფრაგმენტი მიაჩნია. ერთი საფრანგეთის 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (რომელსაც თავად დეშამი კაპიტნობდა) და დღევანდელი ნაკრებების შედარება გახლავთ. „ჩვენ თითქმის ყველანი 30 წელს ვიყავით მიტანებული. გუნდში ყველა ლიდერი იყო, არავინ არავის შეჰყურებდა. ფაქტობრივად ყველას გამოვლილი გვქონდა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი და...
როგორ გააჩერეს ფრანგებმა მესი
საფრანგეთის ნაკრებმა არგენტინას 4:3 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. მართალია, არგენტინელთა ლიდერმა ლეო მესიმ ამ შეხვედრაში ორი საგოლე პასი შეასრულა, მაინც ჩაითვალა, რომ მეტოქემ ის გაანეიტრალა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მესიმ გოლი ვერ გაიტანა და ვერც თავისი ცნობილი დრიბლინგიებით გამოიჩინა თავი. მატჩის შემდგომ ჟურნალისტებმა „ლურჯების” თავკაც დიდიე დეშამს სწორედ ის ჰკითხეს, თუ რა ხერხი დაუპირისპირეს მისმა შეგირდებმა...
არ წახვიდე ანტუან ბარსელონაში
ფრანგული რადიოს ცნობით საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ანტუან გრიზმანს „ატლეტიკოში” დარჩენა ურჩია. დეშამს ვინ ეკითხებაო, იკითხავს ის გულშემატკივარი ვინც გრიზმანის „ბარსელონაში” გადასვლის მომხრეა. ვინ ეკითხებოდა და თავად ფეხბურთელი. სწორედ მას დასჭირდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის რჩევა, რაზეც გამზადებული პასუხი მიიღო: გიჯობს ესპანეთის დედაქალაქში დარჩე. „ლურჯების” მწვრთნელის ლოგიკა მარტივი და გასაგებია. „ატლეტიკოში” გრიზმანი პირველია, ხოლო...



