ჭდე: დიდიე დეშამი

Home დიდიე დეშამი
სად ნაკრები და სად მანჩესტერი
ჩანაწერი

სად ნაკრები და სად მანჩესტერი

პოლ პოგბამ თქვა, ჩემი კარიერის საუკეთესო წლები „მანჩესტერ იუნაიტედში“ გავფლანგეო. 89 მილიონ გირვანქად ნაყიდი ფრანგი ვარსკვლავის კონტრაქტს ზაფხულში ვადა გაუდის, ის თავისუფალი აგენტი გახდება. იმაში, რომ მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირება „იუვენტუსს“, „რეალსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ უნდა, ახალი არაფერია, მაგრამ ამ სამ კლუბს ორიც დაემატა: ახალი გამდიდრებული „ნიუკასლ იუნაიტედი“ და „ასტონ ვილა“. პოგბამ თქვა: „ბოლო ხუთ...

ჟირუ ბენზემას გამო გაიბუტა
ჩანაწერი

ჟირუ ბენზემას გამო გაიბუტა

„მილანის“ ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ ფრანგულ მედიასთან იმაზე ისაუბრა, რომ ნაკრებში „რეალის“ ფორვარდის – ქარიმ ბენზემას დაბრუნების შემდეგ, მას აღარ იძახებენ. „როგორც ყველა, ნაკრებში გამოძახებულთა სიას მეც მხოლოდ მისი გასაჯაროების შემდეგ ვიგებ. განა ვინ ვარ, რომ მწვრთნელმა ამის შესახებ წინასწარ მაცნობოს, თუმცა ზოგიერთ ფეხბურთელთან მიმართებაში დიდიე დეშამი ასე აკეთებდა ხოლმე. ნაკრებში ბენზემას დაბრუნებამ შეცვალა საფრანგეთის ნაკრების...

რა მოხდა დეშამსა და კომანს შორის?
ჩანაწერი

რა მოხდა დეშამსა და კომანს შორის?

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მოყვა, რასთან დაკავშირებით ჰქონდა გაცხარებული ლაპარაკი კინგსლი კომანთან, რაც ტელევიზიით მთელმა მსოფლიომ ნახა. ეს მოხდა ევრო 2020-ზე, საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრებთა მერვედფინალური დაპირისპირების დამატებითი დროის შესვენების დროს. მატჩის ძირითადი დრო დასრულდა 3:3, დამატებითში გოლი არ გასულა, პენალტებში კი შვეიცარიელებმა გაიმარჯვეს. საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. გაზეთ „ეკიპთან“ ინტერვიუში...

დემბელეს ფიფა უმკურნალებს
ჩანაწერი

დემბელეს ფიფა უმკურნალებს

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და უკვე დატოვა დიდიე დეშამის გუნდის ბანაკი. დემბელეს მკურნალობა ოთხ თვეს გასტანს, ხარჯებს კი ფიფა გაიღებს. ფიფასვე წესებით, თუ ფეხბურთელი ტრავმას საერთაშორისო კალენდარში შემავალი ტურნირისას მიიღებს, მის კლუბს კომპენსაცია ერგება. თუ მკურნალობას 28 დღეზე მეტი სჭირდება, კომპენსაცია დღეში 21 ათასი ევროა. შესაბამისად, “ბარსელონა” დემბელეს სამკურნალოდ დაახლოებით 2,5...

ბენზემა ნაკრებში დააბრუნეს!
ჩანაწერი

ბენზემა ნაკრებში დააბრუნეს!

ექვსწლიანი განკვეთა დასრულებულია! საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ქარიმ ბენზემა ეროვნულ გუნდში დააბრუნა. დღეს, ფრანგული და მსოფლიო პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა „რეალის” თავდამსხმელის მსოფლიოს ჩემპიონთა რიგებში აღდგენაა, რასაც „ეკიპი” სამშაბათსვე წინასწარმეტყველებდა. დეშამმა გამოაქვეყნა 26 კაციანი სია. მასში ჩამოწერილი ფეხბურთელები, ევროპის ჩემპიონატის წინ, უელსსა და ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც კი ახალმა ამბავმა მსოფლიოს ყურადღება...

დეშამი კუმანით უკმაყოფილოა
ჩანაწერი

დეშამი კუმანით უკმაყოფილოა

მსოფლიოს ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჰოლანდიელი კოლეგა რონალდ კუმანი გააკრიტიკა. 51 წლის დეშამმა „ბარსელონას” 57 წლის თავკაცს ანტუან გრიზმანის გამო უსაყვედურა. გრიზმანი, მოგეხსენებათ, „ბარსელონასა” და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელია. დეშამმა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „გრიზმანი „ბარსელონაში” თავისი პოზიციით კმაყოფილი არ არის, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ მე კლუბების საქმეებში ცხვირს არასდროს ვყოფ და არავის ვასწავლი...

პსჟ, ნაგელსმანი, მათემატიკა
ჩანაწერი

პსჟ, ნაგელსმანი, მათემატიკა

მსურველმა ყველაფერი ნახა. ფაქტია, რომ ფრანგულმა პსჟ-მა გერმანული „ლაიფციგისგან“ ქვა ქვაზე არ დატოვა (3:0) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ემოციები უკვე ჩაცხრა. ახლა მარტო ციფრები იყოს: – ეს ამ გუნდების პირველი შეხვედრა იყო, რაც არ არის გასაკვირი. „ლაიფციგი“ 11 წლის წინ დაარსდა. – 2008 წელს ამ გუნდების მწვრთნელები თომას ტუხელი და იულიან ნაგენსმანი „აუგსბურგი II“-ს...

დიდიე დეშამი მისი შემცვლელის შესახებ
ჩანაწერი

დიდიე დეშამი მისი შემცვლელის შესახებ

საფრანგეთის ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამი დარწმუნებულია, რომ „ლურჯებს” ადრე თუ გვიან ზინედინ ზიდანი ჩაუდგება სათავეში. დეშამი ის კაცია, ვინც 2018 წელს ფრანგებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, მაგრამ მას ისიც კარგად მოეხსენება, რომ ქვეყნად მარადიული არაფერია. „სრულიად შესაძლებელია, რომ ჩემ შემდეგ ნაკრები ზიზუმ ჩაიბაროს, — უთხრა დეშამმა „ლე მონდს”, როდესაც მისი შესაძლო შემცვლელის შესახებ ჰკითხეს, — დღეს...

როცა თამასა ძალიან მაღლაა
ჩანაწერი

როცა თამასა ძალიან მაღლაა

საფრანგეთის ნაკრების 50 წლის მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა. საუბარი შეეხო გერმანელი მწვრთნელის თომას ტუხელის ხელში „პარი სენ ჟერმენის” გამოსვლას, „ბაიერნის” ფრანგ ვეტერანს ფრანკ რიბერის, ბენჟამენ პავარს, კინგსლი კომანს, სერჟ გნაბრის და სხვა პიროვნებესა თუ თემებს. გთავაზობთ, ამონარიდებს ამ ინტერვიუდან. — როგორ შეაფასებდით „პარი სენ ჟერმენში” თომას ტუხელის მუშაობას? — პარიზელებს სეზონის ბოლო...

დემბელე პრობლემად იქცა
ჩანაწერი

დემბელე პრობლემად იქცა

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრეს-კონფერენციაზე ოსმან დემბელეს დაგვიანებებზე ილაპარაკა — მოგეხსენებათ, დემბელეს რეგულარული დაგვიანება მის კლუბში, „ბარსელონაში”, უკვე პრობლემად იქცა. „კარგად ვიცი ყოველი დაგვიანების შემდეგ როგორც იმართლებს ხოლმე ოსმანი თავს, — თქვა მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცმა, — როდესაც შენიშვნას აძლევ, ის გპასუხობს: კი მაგრამ, მარტო მე ხომ არ ვიგვიანებ. სამწუხაროდ, დემბელეს ეს ცუდი ჩვევა სისხლში...