ჭდე: ბუდუ ზივზივაძე

Home ბუდუ ზივზივაძე
ბუდუს ამბავი…
ჩანაწერი

ბუდუს ამბავი…

უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ფეჰერვარმა“ შინ 0:1 წააგო „უიპეშტთან“. მასპინძელთა ჩვენიანი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა. მატჩის დასრულების შემდეგ ბუდუმ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს მაისურა გაუცვალა და „უიპეშტის“ გულშემატკივრებსაც მიესალმა, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ – ის ხომ შარშან „ფეჰერვარმა“ სწორედ „უიპეშტში“ გაანათხოვრა, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 14 მატჩში 11 გოლი გაიტანა. შესაბამისად, ბუდუს იქ...

საქართველო ლიგის და ტურის სიმბოლურში
ჩანაწერი

საქართველო ლიგის და ტურის სიმბოლურში

საფეხბურთო სტატისტიკის ვებ გვერდმა Whoscored.com-მა ერთა ლიგა C4 ჯგუფის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრები დაასახელა, რომელიც ქართულ-ბულგარული გამოვიდა. ტურის სიმბოლურში ნახევარდაცვა მთლიანად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული: მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე (6,5 ქულით), ცენტრალურ ნახევარმცველებად გიორგი წიტაიშვილი (7,6) და ხვიჩა კვარაცხელია (7,8), მარცხენა შემტევად ირაკლი აზაროვი (6,9), ხოლო თავდასხმაში ბუდუ ზივზივაძე (7,5). ამავე ვებ გვერდმა რჩეულთა სია...

Le Comte de Monte-Cristo
ჩანაწერი

Le Comte de Monte-Cristo

გახსოვთ ალექსანდრ დიუმას „გრაფი მონტე-კრისტო“? ფრანგუალდ მას Le Comte de Monte-Cristo ჰქვია. ეს ჩვენი ფრანგი მწვრთნელისთვის, ვილი სანიოლისთვის ვახსენეთ. მან ისეთი გუნდი შექმნა, როგორიც იმ რომანის მთავარი გმირი ედმონ დანტესია. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უსამართლოდ დაიჭერენ და სიკვდილისთვის გაწირავენ. გადარჩება, მოძლიერდება და ყველას საკადრის სამაგიეროს გადაუხდის. როცა ერთა ლიგაში ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტდა, ორი ისეთი გუნდი შეგვხვდა...

საქართველომ მაკედონია დაანგრია
ჩანაწერი

საქართველომ მაკედონია დაანგრია

როგორც იქნა საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ურთიერთშეხვედრებში ნავსი გატეხა და მეტოქეს პირველად მოუგო, თუმც მოგებაც არის და მოგებაც – ვილი სანიოლის გუნდმა სკოპიეში სამი უპასუხო გოლით იმარჯვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი გოლები გაიტანეს, რითაც C ლიგის მე-4 ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად, გადაწყვიტეს. თუ რამე სასწაული არ მოხდა,...

რევანშის დროა
ჩანაწერი

რევანშის დროა

საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგაში ოთხი მატჩი ზედიზედ, 10 დღეში აქვს სათამაშო.  ვილი სანიოლს ოთხივე მატჩის მოგების გეგმა აქვს. ყოველ შემთხვევაში, პრესკონფერენციაზე ასე თქვა და ამის გაკეთება, მუსიე ვილის, ალბათ, არც იოლი ჰგონია. მართალია, პირველი მეტოქე გიბრალტარია, მაგრამ ორი თამაში ბულგარეთთან (შინ და სტუმრად) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (სტუმრად) ელის. სანიოლს ამ მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი ჰყავს...

საქართველო: რაც ჭირს და რაც ჭრის
ჩანაწერი

საქართველო: რაც ჭირს და რაც ჭრის

ბოსნია-საქართველო 0:1… ზედიზედ მეოთხე მოგება და აქედან სამი გოლის გაუშვებლად. მოგება საშუალო ევროპული კლასის ნაკრებთან, რომელსაც ჰყავდა ედინ ჯეკო. ფურცელზე ეს მშვენიერია, აისახება რეიტინგში, კარგია ფსიქოლოგიურად და თავდაჯერებას შემატებს ფეხბურთელებს. ტაქტიკურად რაც მოგვეწონა, სინქრონი იყო ნახევარდაცვასა და შეტევას შორის. 4-3-3-დან 4-2-3-1, წინ ბუდუ ზივზივაძით, რომელსაც ბოლო დროს კარგი პერიოდი აქვს და ვილი სანიოლი ენდო. წინა...

ვილის მეოთხე
ჩანაწერი

ვილის მეოთხე

საქართველომ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ამხანაგურად ბოსნიას 1:0 მოუგო. თანაბარ თამაშში მოიგო გუნდმა, ვინაც უკეთ გამოიყენა მომენტი. ვერც იმას ვიტყვით, რომ ბოსნია გამარჯვებას იმსახურებდა. თუმცა, ოდნავ უკეთ კი გამოიყურებოდა და გიორგი ლორიას კარგი გარჯა რომ არა, არავინ იცის, რა შედეგი დადგებოდა. გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მომენტები ბევრი არ ყოფილა. ამის...

ეს მოუქნელი კვარაცხელია
ჩანაწერი

ეს მოუქნელი კვარაცხელია

გთავაზობთ, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შესარჩევი შეხვედრის მიმოხილვის ფრაგმენტს. ეს მიმოხილვა ესპანურ გაზეთ AS-ს ეკუთვნის და ჩვენ მისი ის მონაკვეთი გადმოვაქართულეთ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ეხება. „…პირველი უსიამოვნება დასაწყისშივე მე-6 წუთზე მოხდა, როდესაც დიეგო ლორენტემ ყვითელი ბარათი მიიღო. კვარაცხელიასთან ერთი-ერთზე დარჩენილმა, მეტოქის გასაჩერებლად ბლოკირების ხერხს მიმართა. კლდესავით იდგა კანკავა, რომელსაც საქართველოს გუნდი ეყრდნობა. ამჯერად, მას მეწყვილედ...

29 საქართველოსთვის
ჩანაწერი

29 საქართველოსთვის

ერთი კვირა დარჩა საქართველოს ნაკრებს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მატჩამდე. 12 ნოემბერს ჩვენები „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუხვდებიან. სასწორზე ევრო 2020-ის საგზური დევს. ამ მატჩის გარდა ვლადიმირ ვაისის გუნდი კიდევ 2 მატჩს გამართავს: 15 ნოემბერს სომხეთს დაუხვდება, 18 ში – ესტონეთს. ეს ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩებია, სადაც საქართველო ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის. C დივიზიონის მატჩების გამართვა ბათუმის...

ბუდუ მეგოლე
ჩანაწერი

ბუდუ მეგოლე

ბოლო დროს იშვიათობა გახდა, ეროვნული ლიგის ბომბარდირს უცხოეთშიც მყარად მოეკიდებინოს ფეხი, თუმც ბუდუ ზივზივაძე, ეტყობა, სხვანაირად ფიქრობს. თავდამსხმელი, ვინც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ორჯერ გახდა,  ზაფხულში გადაბარგდა უნგრეთში. გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირმა შარშან „დინამოს“ მაისურით 22 ბურთი შეაგდო, წლევანდელი სეზონის პირველ ნახევარში „ტორპედოსთვის“ 13-ჯერ გაიტანა და ეროვნული ლიგიდან წასვლის შემდეგაც მას მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გადაასწრო. ზივზივაძე...