ჭდე: ბუდუ ზივზივაძე

Home ბუდუ ზივზივაძე
ბუდუ ოფიციალურად ბუნდესლიგელია…
ჩანაწერი

ბუდუ ოფიციალურად ბუნდესლიგელია…

ბუდუ ზივზივაძე „ჰაინდემჰაიმის“ ფეხბურთელია, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუდუმ „ჰაიდენჰაიმთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და იგი გუნდს ალგორფეში შეკრებაზე 3 იანვრიდან შეუერთება. „ზივზივაძის თამაშს დიდი ხანი ვაკვირდებიდით, ის გასულ სეზონში „კარლსრუეს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩინა თავი და 17 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა....

ბუდუ, ბედობა, ბუნდესლიგა…
ჩანაწერი

ბუდუ, ბედობა, ბუნდესლიგა…

„დილემის წინაშე დავდექით – ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს, მივდივართ ბუნდესლიგაში!“ – ეს განცხადება სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზოვაძემ გამოქვეყნა, მოგვინებით კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სეზონის მეორე ნახევარს გერმანიის მთავარ ლიგაში გაატარებს, მისი შეძენით ბუნდესლიგის აუტსაიდერი „ჰაიდენჰაიმია“ დაინტერესებული, რომლის წარმომადგენლებსა და ფეხბურთელს შორის შეხვედრა სავარაუდოდ 3 იანვარს გაიმართება, ფეხბურთელი...

ბუდუმ გერმანიაში ისევ გაიტანა [ვიდეო]…
ჩანაწერი

ბუდუმ გერმანიაში ისევ გაიტანა [ვიდეო]…

სანაკრებო პაუზის დაწყებამდე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში „კარლსრუეს“ შემადგენლობაში ბუდუ ზივზივაძემ მერვე გოლი გაიტანა და გუნდი „მიუნსტერთან“ მატჩში დააწინაურა.  

ბუდუ მერვედფინალში
ჩანაწერი

ბუდუ მერვედფინალში

საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ჩვენიანმა ამჯერად გერმანიის თასზე „ოფენბახს“ გაუტანა მოხდენილი გოლი, მისმა გუნდმა კი 2:0 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

კარგი განწყობით ევროპისკენ
ჩანაწერი

კარგი განწყობით ევროპისკენ

საქართველოს ნაკრები გერმანიაში კარგ ხასიათზე მიდის. ვილი სანიოლის გუნდმა პოდგორიცაში მონტენეგროსთან ითამაშა და იოლად მოუგო – 3:1. ფრანგი სპეციალისტის ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა რთული არ იყო. საბა კვირკველიას ტრავმის გამო ნაკრებში დებიუტი გიორგი გველესიანს ჰქონდა, ვინც სადებიუტო საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილს გაუკეთა. გოლი კი კუთხურს მოჰყვა. სხვათა შორის, კუთხურიდან გოლი 2017 წლის 13 ნოემბრის შემდეგ არ...

რატომ (არ) წავიდა ჯაბა?
ჩანაწერი

რატომ (არ) წავიდა ჯაბა?

ჯაბა კანკავამ განცხადება გაავრცელა – ევრო 2024-ზე არ წავალო. მარტში კაპიტანი ნაკრებს დაუბრუნდა, მაშინ როცა ისტორიული საქმე იყო გასაკეთებელი, გუნდი ევროპაზე უნდა გასულიყო. მან მინდორზე მეტი გასახდელში გააკეთა. იმ თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი ის იყო – ცვლილებაზე შესულ კანკავას გურამ კაშიამ სამკლავური მინდორზევე რომ დაუბრუნა. და რატომ თქვა ჯაბამ ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარი? მით...

ევროპული მონაგარი
ჩანაწერი

ევროპული მონაგარი

2023-2024 წლების საფეხბურთო საკლუბო სეზონი თითქმის ევროპის ყველა ქვეყანაში დასრულდა. ახლა ჩვენი ლეგიონერები ცოტას შეისვენებენ და 27 მაისიდან სანაკრებო შეკრებაზე გადავლენ, თანაც როგორზე… წინ ევრო 2024-ის ფინალური, ჩვენთვის ისტორიული  ეტაპია. ახლა თვალი გადავავლოთ ჩვენი მონაკრებე ლეგიონერების მონაგარს. სულ ახალი ამბავი ავსტრიიდან მოვიდა, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ქვეყნის თასს ჩემპიონობაც დაუმატა. ჩვენებური კი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად...

რა ჰქენი, ბუდუნა, ეს?
ჩანაწერი

რა ჰქენი, ბუდუნა, ეს?

ლუქსემბურგი დაამარცხე, ბუდუ? ორი გოლი გაუტანე? აღფრთოვანების ღირსი მონდომებით და ოსტატობით ითამაშე? მანამდე ძელსაც გაარტყი? კიდევ ერთი გოლი არ ჩაგითვალეს? ორთაბრძოლებს იგებდი, მოპოვებულ ბურთს წამოწეულ თანაგუნდელებს ახვედრებდი, რბილ პასებს აყოლებდი ზონაში. ვიცი, რომ გუნდურ სახეობაში ერთი კაცი არ იგებს, მაგრამ ამ დღეს ჩემთვის მთავარი შენ იყავი. უცხოელებმა დაწერეს, კვარაცხელიას არყოფნაში ზივზივაძემ ლიდერობა გასწიაო. ყველა თავისებურად...

ერთი ნაბიჯი გერმანიამდე – წინ გადამწყვეტი ომია
ჩანაწერი

ერთი ნაბიჯი გერმანიამდე – წინ გადამწყვეტი ომია

საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო — ევრო 2024-ის შესარჩევ ფლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ახლა ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის გამარჯვებულს დაელოდება. წინ გერმანიის საგზურია. შეხვედრის გმირი გერმანული „კარლსრუეს“ შემტევი ბუდუ ზივზივაძე გახდა. ბუდუმ დუბლი შეასრულა. კარგი იყო ჩაკვეტაძე, მამარდაშვილი, ქოჩორაშვილი… მთავარია, წვიმიან „დინამო არენაზე” ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მაყურებელი არ გაჩერებულა....

ოფიციალურად კარლსრუელი
ჩანაწერი

ოფიციალურად კარლსრუელი

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეს“ ფეხბურთელია, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ადასტურებს. „ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე „კარლსრუეში“ უნგრული „ფეჰერვარიდან“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გადმოვიდა. იგი კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებიდან გვახსოვს, მისი ყოფილი კლუბი „ფეჰერვარი“ „კიოლნს“ შეხვდა და ზივზივაძემ იმ შეხვედრაში გოლი გაიტანა“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში. „ზივზივაძე გასულ ზაფხულს გვყავდა სატრანსფერო...