ოფიციალურად კარლსრუელი

Home კატეგორიის გარეშე ოფიციალურად კარლსრუელი
ოფიციალურად კარლსრუელი

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეს“ ფეხბურთელია, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ადასტურებს.

„ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე „კარლსრუეში“ უნგრული „ფეჰერვარიდან“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გადმოვიდა. იგი კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებიდან გვახსოვს, მისი ყოფილი კლუბი „ფეჰერვარი“ „კიოლნს“ შეხვდა და ზივზივაძემ იმ შეხვედრაში გოლი გაიტანა“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

„ზივზივაძე გასულ ზაფხულს გვყავდა სატრანსფერო სამიზნეში, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ვერ მოვახერხეთ. ბუდუს საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს, ის ჩვენს შეტევას გააძლიერებს“, – განაცხადა „კარლსრუეს“ სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კროიცერმა.

„კარლსრუე“ ქართველებისთვის უცხო გუნდი არ არის, 2007-12 წლებში მის ღრსებას ალექსანდრე იაშვილი იცავდა, რომელმაც მის რიგებში 141 შეხვედრა ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობასთნ ბუდუ ზივზივაძეს სწორედ მან გაუწია რეკომენდაცია.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...