ჭდე: ბასილაშვილი

Home ბასილაშვილი
ბასილაშვილის პარიზი დამთავრდა
ჩანაწერი

ბასილაშვილის პარიზი დამთავრდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს (საპრიზო ფონდი 6.008.725 ევრო) მეორე წრეში დაემშვიდობა. ჩვენებური იტალიელ ლორენცო მუსეტის გაეჯიბრა და 4:6; 2:6 დამარცხდა. ბასილაშვილმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ 8 გეიმში გაუწია. ხოლო როდესაც ანგარიში თანაბარი 4:4 იყო, მუსეტი უპირატესობას დაეუფლა, ჯერ სეტი, შემდეგ მეორე სეტი და საბოლოოდ მატჩიც იოლად მიიყვანა გამარჯვებამდე.

ბასილაშვილი მესამე ეტაპზეა
ჩანაწერი

ბასილაშვილი მესამე ეტაპზეა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე წინ მიიწევს. ჩვენიანმა ტურნირის მეორე მატჩიც მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ნიდერლანდელ ტიმ ვან რიტოვენსა და ამერიკელ რეილი ოპელკას შორის მოგებული იქნება და კაცმა რომ თქვას, არც ერთია დაუმარცხებელი, არც – მეორე. ქვენტინ ჰალისთან დღევანდელი შეხვედრა კი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ნიკამ, შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმც ბოლოს მაინც საჩვენო ანგარიში დაფიქსირდა...

ბასილაშვილმა რუბლიოვი გააჩერა
ჩანაწერი

ბასილაშვილმა რუბლიოვი გააჩერა

გერმანულ ჰალეში, ბალახის საფარზე პირველი გამარჯვება იზეიმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ჩვენიამა 500-იანი ტურნირის სტარტზე მესამე ნომრად განთესილ რუს ანდრეი რუბლიოვს 7:6 6:4 სძლია. მატჩი 1 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის სტარტი ჩვენიანისთვის საკმაოდ მძიმე გამოვიდა – ნიკამ პირველივე გეიმში წააგო საკუთარი ჩაწოდება და მალევე 0:2 ჩამორჩა. ნიკა დროულად გამოფხიზლდა, აგრესიული ათამაშდა და ზედიზედ 5 გეიმი მოიგო...

ბასილაშვილი ერთი სეტით გავიდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი ერთი სეტით გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ჟენევის საერთაშორისო ტურნირში ჩაება და პირველი წრე მარტივად გაირა. ჩვენებურის მეტოქე არგენტინელ ფაკუნდო ბანგისი იყო. ბასილაშვილმა პირველი სეტი 6:4 მოიგო, შემდეგ კი, არგენტინელმა მატჩი შეწყვიტა. ბასილაშვილი მეორე წრეში ესპანელ ანდუჰარსა და პორტუგალიელ სოუზას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ჟენევის ტურნირის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი „როლან გაროსის“ ტურნირში ჩაებმება.

ბასილაშვილი ნორისთან ისევ აგებს
ჩანაწერი

ბასილაშვილი ნორისთან ისევ აგებს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერის მესამე წრეში ბრატინელ კამერონ ნორისთან 6:3; 3:6; 1:6 წააგო და მომავალი კვირიდან რეიტინგში ქულები დააკლდება. საქმე ის არის, რომ 30 წლის ქართველი შარშან ამავე ტურნირის ფინალში გავიდა და იმ ქულების დაცვა ახლა ვეღარ მოახერხა. კიდევ ერთი ცუდი დამთხვევა ის არის, რომ შარშან ბასილაშვილმა ფინალი სწორედ ნორისთან დამარცხდა… ამჯერად ნაადრევად. მატჩი...

ვინ იყო მეკვლე?
ჩანაწერი

ვინ იყო მეკვლე?

სავარაუდოდ, ამ ახალ წელს ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ბრიტანელ ენდი მარის ერთი მეკვლე ჰყავდათ. ამ ჩოგბურთელები გუშინ კორტზე რომ გაარკვიეს ურთიერთობა, უკვე იცით. თუმცა, არ გეცოდინებათ, რომ ერთმანეთს 17 იანვარსაც შეხვდებიან. ამჯერად, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში. გუშინდელი თამაში კი მარიმ მოიგო – 6:7, 7:6, 6:3. საერთოდაც, ბრიტანელს ჩვენებურთან კარგი სტატისტიკა აქვს, თუმც ბასილაშვილსაც...

ბასილაშვილმა შტუტგარტი გამარჯვებით დაიწყო
ჩანაწერი

ბასილაშვილმა შტუტგარტი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტში დაწყებულ ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 618.735 ევროა, პირველ წრეში მასპინძელ დასტინ ბრაუნს 6:3; 7:6 მოუგო. ბასილაშვილი ტურნირზე მე-5 ნომრად არის განთესილი, ხოლო 36 წლის ბრაუნი რეიტინგში 330-ე ჩოგანია. შედეგად ჩვენებურს გამარჯვება არ გასჭირვებია. პირველ სეტში ბასილაშვილი 5:0 დაწინაურდა, შემდეგ ზედიზედ სამი ქულა დათმო, მაგრამ მეტოქეს მეტის უფლება არ მისცა. მეორე სეტში თანაბარი...

ბასილაშვილმა ბერანკისი შინ გაუშვა
ჩანაწერი

ბასილაშვილმა ბერანკისი შინ გაუშვა

წარმატებით დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირი. ჩვენიანმა ისევ გვანერვიულა, თუმც ბოლოს ლიეტუველი როჩარდას ბერანკისის სამ სეტში მაინც დაამარცხა –  5:7, 7:6, 6:3. აქამდე ბასილაშვილი ბერანკისს ორჯერ შეხვედროდა და ორჯერვე წაეგო, ოღონდ ეგ ამბები ექვსი წლის წინ, ახლა ნიკა ჯერი დადგა. პირველი სეტის მე-6 გეიმში ნიკამ მოახერხა მეტოქის მოწოდების მოგება და 4:2 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი...

უტრუხუნესი არ იყოს…
ჩანაწერი

უტრუხუნესი არ იყოს…

როტერდამში  დაწყებულმა უპრესტიჟულესმა ტურნირმა ჩვენთვის ინტერესი უკვე დაკარგა. ის, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასტარტო მატჩში ანდრეი რუბლევთან ითამაშა ანტი ჩოგბურთის გარდა, უამრავი გულშემატკივრის შეურაცხყოფაც იყო. კორტზე ასე უგერგილოდ და უნიათოდ ყოფნას, ნამდვილად ჯობდა ტრავმა ან სხვა რამ მოემიზეზებინა და საერთოდ არ გასულიყო. პროფესიულ მოვალეობა რომ არა, დიდი სიამოვნებით ავარიდებდით თავს ჩვენებურის მხრიდან უმარილო თამაშზე წერას თავს....

გაასამებს ბასილაშვილი?
ჩანაწერი

გაასამებს ბასილაშვილი?

ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ შედარებით დაბალი კატეგორიის ტურნირების დრო დადგა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ტოპ ჩოგბურთელები არ მონაწილეობდნენ, თუმცა აქა-იქ საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეებმა მაინც გაიელვეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის შემდეგ, სადაც თავი დიდი ვერაფრით გამოიჩინა – პროგრამა მინიმუმიც ვერ შეასრულა, მეორე წრეში ფერნანდო ვერდასკოსთან წააგო და მელბურნში შარშან გამომუშავებული ქულებიც...