გერმანულ ჰალეში, ბალახის საფარზე პირველი გამარჯვება იზეიმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ჩვენიამა 500-იანი ტურნირის სტარტზე მესამე ნომრად განთესილ რუს ანდრეი რუბლიოვს 7:6 6:4 სძლია. მატჩი 1 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა.
შეხვედრის სტარტი ჩვენიანისთვის საკმაოდ მძიმე გამოვიდა – ნიკამ პირველივე გეიმში წააგო საკუთარი ჩაწოდება და მალევე 0:2 ჩამორჩა. ნიკა დროულად გამოფხიზლდა, აგრესიული ათამაშდა და ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და უკვე თავად დაწინაურდა 5:2. საბოლოოდ მივიღეთ ტაიბრეიკზე და ბასილაშვილის უნაკლო ჩოგბურთი – 7:6 (7:1).
მეორე პარტიის მეხუთე გეიმში შეასრულებული ბრეიკით კი ჩვენიანმა უპირატესობა მოიპოვა, რაც ბოლომდე შენარჩუნა და საბოლოოდ მატჩიც მოიგო – 7:6 6:4.
ჰალეს ტურნირის მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ოტესა და კეჩმანოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
