ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელის, ტოდორ ნედელევის გამოჯანმრთელების საქმე კარგად მიდის. მან ამის შესახებ პირადად მისი მხსნელისგან, პროფესორი შოთა ინგოროყვასგან შეიტყო, რომელმაც პაციენტი ორშაბათს მოინახულა და თქვა, რომ მისი მდგომარეობა გაცილებით სწრაფად უმჯობესდება, ვიდრე ელოდა. ამის შესახებ ბულგარული „ბლიცი” წერს.
პროფესორმა ინგოროყვამ პლოვდივის „ბოტევის” ნახევარმცველს რთული ოპერაცია ჩაუტარა. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ავარია შეემთხვა.
ექიმმა თქვა, რომ თუ ნედელევი ასეთი ტემპით განაგრძობს გამოჯანმრთელებას, მალე მისი შინ გამგზავრება შესაძლებელი გახდება, ოღონდ ისეთი თვითმფრინავით, რომელიც დაბლა იფრენს.
როგორც ცნობილია, ფეხბურთელის მეუღლე ანიტა ტერზიისკა თბილისში ჩადის და მეუღლესთან ერთად ადგილობრივ სასტუმროში გადავა. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, ნედელევი სამშობლოში გაემგზავრება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
