Breaking News

ტოდორ ნედელევი

ტოდორ ნედელევი საავადმყოფოდან გაწერეს

ბულგარეთის ნაკრებისა და პლოვდივის „ბოტევის” ნახევარმცველის ტოდორ ნედელევის შესახებ ბოლო ინფორმაცია ის გახლავთ, რომ ის 17 ივნისს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს და ამ ეტაპზე საქართველოს დედაქალაქში, სასტუმროშია. ეს ინფორმაცია ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა გაავრცელა. ნედელევთან ერთად არის ქვეყნის ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევი. შეგახსენებთ, რომ ნედელევი ბულგარელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტად დაშავდა იმ ავტოავარიაში, რომელიც თბილისში ერთა…

Read more

პროფესორმა ინგოროყვამ ნედელევს ახარა

ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელის, ტოდორ ნედელევის გამოჯანმრთელების საქმე კარგად მიდის. მან ამის შესახებ პირადად მისი მხსნელისგან, პროფესორი შოთა ინგოროყვასგან შეიტყო, რომელმაც პაციენტი ორშაბათს მოინახულა და თქვა, რომ მისი მდგომარეობა გაცილებით სწრაფად უმჯობესდება, ვიდრე ელოდა. ამის შესახებ ბულგარული „ბლიცი” წერს. პროფესორმა ინგოროყვამ პლოვდივის „ბოტევის” ნახევარმცველს რთული ოპერაცია ჩაუტარა. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ…

Read more

ნედელევი გადარჩა, სანიოლი სამართლიანია

საქართველო – ბულგარეთის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე სტუმარებმა ჟურნალისტებთან საუბარი ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაიწყეს. ბულგარელებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს დროული მოქმედებისთვის. პირველ ყოვლისა ექიმებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ცნობილი გახდა, რომ ნედელევს ჰქონდა ამნეზიის ფრანგმენტები, ძლიერი სისხლდენა თავიდან, რის გამოც ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. ახლა ის გამოყვანილია ხელოვნური კომიდან, არის ადეკვატური, ამოძრავებს კიდურებს. ოპერაცია სასწრაფო და…

Read more

ნედელევი გონს მოეგო და სტაბილურადაა

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივის საფეხბურთო კლუბი „ბოტევი” აცხადებს, რომ თბილისიდან სასიხარულო ცნობა მიიღო: გუნდის კაპიტანი ტოდორ ნედელევი ოპერაციის შემდეგ გონს მოეგო და სტაბილურადაა. ის კონტაქტურია. „ბოტევის” საიტმა ცნობა მიღებიდან რამდენიმე წუთში გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე სათამაშოდ თბილისში ჩამოფრენილ ბულგარეთის ნაკრებს ავარია შეემთხვა. დელეგაციის ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ტოდორ, იგივე ტოში ნედელევს არ გაუმართლა. ის პირველი…

Read more

პროფესორმა შოთა ინგოროყვამ ოპერაცია წარმატებით ჩაატარა

ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა განაცხადა, რომ სასწრაფო ოპერაციამ, რომელიც ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრს ტოდორ ნედელევს თბილისში ჩაუტარდა, წარმატებით ჩაიარა. ნახევარმცველს თავის ქალის დაზიანება ჰქონდა, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას მოითხოვდა. ოპერაცია ჩაატარა ნეიროქირურგმა, პროფესორმა შოთა ინგოროყვამ. ნედელევი ჯერჯერობით ქართველი ექიმების ზედამხედველობის ქვეშ დარჩება. მასთან იქნება ბულგარეთის ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევიც. ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი და ნაკრების შტაბი დიდ მადლობას…

Read more

ბულგარეთის ნაკრები თბილისში მძიმე ავარიაში მოყვა

ბულგარეთის ნაკრები თბილისში სერიოზულ ავარიაში მოყვა. პლოვდივის „ბოტევის” ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი პირველი ინფორმაციით სერიოზულად არის დაშავებული და საავადმყოფოშია. ელოდებიან ცნობებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა ქართულ მას-მედიაში ითქვა, რომ ნედვედევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნედელევი უკანა სკამზე იჯდა, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად დაშავდა. ის ავტობუსის ჩამტვრეულმა შუშამ დააზიანა. ბულგარული პრესის ცნობით ნამსხვრევი მას მკერდში მოხვდა….

Read more