ბულგარეთის ნაკრები თბილისში სერიოზულ ავარიაში მოყვა. პლოვდივის „ბოტევის” ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი პირველი ინფორმაციით სერიოზულად არის დაშავებული და საავადმყოფოშია. ელოდებიან ცნობებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა ქართულ მას-მედიაში ითქვა, რომ ნედვედევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ნედელევი უკანა სკამზე იჯდა, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად დაშავდა. ის ავტობუსის ჩამტვრეულმა შუშამ დააზიანა. ბულგარული პრესის ცნობით ნამსხვრევი მას მკერდში მოხვდა.
როგორც ირკვევა, ერთმანეთს დაეჯახა ბულგარეთის დელეგაციის ორი ავტობუსი. კერძოდ, ბულგარული საიტის 7sport.net-ის ინფორმაციით პოლიციის ესკორტი, რომელიც ბულგარელთა ავტობუსებს წინ მიუძღოდა, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ სველ გზაზე, გვირაბში მოსრიალდა. წინა ავტობუსის მძღოლმა შეტაკების თავიდან აცილების მიზნით მკვეთრად დაამუხრუჭა და მას უკანა ავტობუსი შეეჯახა.
ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ნედელევის გარდა სხვა ფეხბურთელები დაზიანებას გადაურჩნენ.


ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
