გერმანულ ჰალეში, ბალახის საფარზე პირველი გამარჯვება იზეიმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ჩვენიამა 500-იანი ტურნირის სტარტზე მესამე ნომრად განთესილ რუს ანდრეი რუბლიოვს 7:6 6:4 სძლია. მატჩი 1 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის სტარტი ჩვენიანისთვის საკმაოდ მძიმე გამოვიდა – ნიკამ პირველივე გეიმში წააგო საკუთარი ჩაწოდება და მალევე 0:2 ჩამორჩა. ნიკა დროულად გამოფხიზლდა, აგრესიული ათამაშდა და ზედიზედ 5 გეიმი მოიგო...
