ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტში დაწყებულ ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 618.735 ევროა, პირველ წრეში მასპინძელ დასტინ ბრაუნს 6:3; 7:6 მოუგო.
ბასილაშვილი ტურნირზე მე-5 ნომრად არის განთესილი, ხოლო 36 წლის ბრაუნი რეიტინგში 330-ე ჩოგანია. შედეგად ჩვენებურს გამარჯვება არ გასჭირვებია.
პირველ სეტში ბასილაშვილი 5:0 დაწინაურდა, შემდეგ ზედიზედ სამი ქულა დათმო, მაგრამ მეტოქეს მეტის უფლება არ მისცა.
მეორე სეტში თანაბარი ბრძოლა იყო: ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებას არ თმობდნენ და საქმე ტაი ბრეკამდე მივიდა. მინი გეიმში ნიკოლოზმა 7:4 იმარჯვა და შემდეგ წრეში გავიდა, სადაც ხორვატ მარინ ჩილიჩსა და კიდევ ერთ გერმანელ რუდოლფ მოლეკერს შორის გამარჯვებულს შეხვდება
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
