90 სარეიტინგო ქულა ავსტრალიაში დამწვარი ტყეებივით დაიფერფლა. პროგრამა მინიმუმიც, რისიც გულშემატკივარს ასე ეიმედებოდა, ვერ შესრულდა. ფერნანდო ვერდასკომ, ის მესამე წრეში თან გაიყოლა. სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა და ამით რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითებას ვერ აცდება. მეორე ეტაპზე, ქართველმა მეჩოგნემ ვეტერანი ესპანელის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და მელბურნის კორტებზე შარშან გამომუშავებული ქულები დაკარგა. ასე რომ...
ჭდე: ბასილაშვილი
ბასილაშვილი ვერდასკოზე გავიდა
მელბურნის დიდებული საჩოგბურთო კომპლექსის მე-12 კორტზე, ნიკოლოზ ბასილაშვილს 4 საათი დასჭირდა უცნობ-უსახელო სუნ კვონის დასამარცხებლად. ავსტრალიის ღია პირველობის პირველი წრეში ქართველი მეჩოგნე სამხრეთ კორეელს დაუპირისპირდა და ხუთსეტიანი თრილერიც გამოცხვა – 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3. ნათქვამია, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, სპორტში მთავარი ყოველთვის საბოლოო შედეგია და ნიკასაც ამ გამარჯვებას ვულოცავთ, მაგრამ უთქმელობაც არ ივარგებს. ბასილაშვილი, 22...
აქეთ ჩოგბურთი, იქით – ხანძარი
ავსტრალია ახლადდაარსებული ATP-ის თასის გათამაშებას მასპინძლობს. საქართველოს ნაკრები B ქვეჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ესპანეთი, იაპონია და ურუგვაი ერგო. პირველ ტურში ჩვენი ბიჭები ესპანელებს შეხვდნენ. ბუნებრივია, მთელი ყურადღება გუნდების პირველი ნომრების დაპირისპირებებისკენ იყო მიპყრობილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი ტრადიციულად ბოლომდე ეომა რაფა ნადალს, მაგრამ ასევე ტრადიციულად, მცირედი დააკლდა. ნიკა 3:6, 5:7 დამარცხდა. ამ შეხვედრის დაწყებამდე ჩვენი გუნდი უკვე...
ფედერერის ჩრდილი
ბაზელსა და ვენაში 500-იანი კატეგორიის პრესტიჟული ტურნირები ფინიშის სწორზეა, სადაც მასპინძელ-ფავორიტები, შესაბამისად როჯერ ფედერერი და დომინიკ ტიმი ჯერჯერობით გულშემატკივარს იმედებს არ უცრუებენ, ორშაბათიდან კი 2019 წლის საჩოგბურთო სეზონის ბოლო მასტერსის გათამაშება დაიწყება. პარიზში ყველა უძლიერესი მეჩოგნე მოიყრის თავს. ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი და სხვა ტოპ მოთამაშეები საფრანგეთის დედაქალაქში გამარჯვებისთვის ყველაფერს იღონებენ. ისე, შარშანდელ...
სხვა ნიკა…
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის უპრესტიჟულეს ტურნირს შარშანდელის მსგავსად საწყის ეტაპზევე გამოეთიშა. ჩვენებური ფერნანდო ვერდასკოს 3 პარტიაში – 6:4, 2:6, 1:6 დაეჩაგვრინა. იშვიათი გამონაკლისების გარდა არასტაბილურობა ყოველთვის იყო ქართველი მეჩოგნის აქილევსის ქუსლი. ვინც არ უნდა იყო კორტს ყოველთვის გამარჯვებული ვერ დატოვებ, ეს აქსიომაა. ისიც გვესმის, რომ ჩოგბურთში მხოლოდ საშემსრულებლო ოსტატობა, კარგი მოწოდება ან ბადესთან უნაკლო თამაში საკმარისი...
ნიკა, ვენა და ფერნანდო
საპრიზო ფონდი 2,433,810 დოლარი, მოქმედი ჩემპიონი კევინ ანდერსონი, ლამაზი ქალაქი და არაჩვეულებრივი საჩოგბურთო კომპლექსი. ტურნირი, რომელსაც ATP ტურში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და იქ მონაწილეობას მაღალი დონის მოთამაშეები არასოდეს თაკილობენ. თავის დროზე ვენაში უჩემპიონიათ როჯერ ფედერერს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, ენდი მარის, ხუან მარტინ დელ-პოტროს და სხვებს. 2019 წლის საჩოგბურთო სეზონი ფინიშის სწორზეა, თუმცა წინ კიდევ რამდენიმე პრესტიჟულია...
ბასილაშვილის პირველი ფრანგთან…
ნავსი გატეხილია, თან ორმაგად. ნიკოლოზ ბასილაშვილმა როგორც იქნა ბენუა პერი დაამარცხა. გეუცნაურათ არა? რა თქმა უნდა ფრანგი მეჩოგნის მაღალ საშემსრულებლო ოსტატობაში ეჭვი არ შეგვაქვს, მაგრამ ჩვენებური ბოლო ხანს ისეთ სიმაღლეზე ავიდა, რომ პერიზე გაცილებით ძლიერ მოთამაშეებსაც არ უდებს ტოლს. ამის ფონზე ყურს ცუდად ხვდებოდა ის ფაქტი, რომ ფრანგს ქართველი მუდამ დაბრიყვებული ჰყავდა. მართალია, პერის ბასილაშვილთან...
ნიკა, დაივიწყე საფრანგეთი. მთავარი ჩინეთია!
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგულ მეცში ATP-250 კატეგორიის ტურნირზე გამოსვლა იმაზე ადრე დაასრულა, ვიდრე გვეიმედებოდა. მასპინძელ ჟო ვილფრიდ ცონგასთან მერვედფინალი თითქოს ნირმალურად დაიწყო, მაგრამ მესამე სეტში ნიკას ტრავმამ თამაში არ დაანება და 5:7, 6:3, 1:4 -ზე მატჩი შეაჩერა. ნიკა გარკვეულ სარეიტინგო ქულებს კი დაკარგავს, მაგრამ ეს მიზერია და მის რეიტინგზე ნაკლებად აისახება. სულ სხვა საქმეა პეკინის ATP-500...
ბასილაშვილმა მეცი უნდა დაიცვას
ფრანგულ მეცში ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე ნომრად განთესეს. პირველი წრიდან ის თავისუფალი იყო, მეორეში კი ჩვენებურს 129-ე ჩოგანი იანიკ მადენი შეხვდა და ნიკამაც ორ სეტში მოუთავა საქმე – 6:2, 7:6. ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მასპინძელთა ჯილა და ბებერი მგელი ჟო ვილფრიდ ცონგა იქნება. მართალია, 34 წლის ფრანგი რეიტინგში მხოლოდ 61 არის, მაგრამ ერთ დროს მსოფლიოს მე-5 ჩოგანს...
ელიტარული წილი
იანვრიდან, საჩოგბურთო კალენდარს რომ ვაჟთა შორის საკმაოდ საინტერესო და პრესტიჟული გუნდური ტურნირი ემატება, სამეფო სპორტის ქომაგებს „სარბიელიდან“ ეცოდინება. სიდნეის საქვეყნოდ ცნობილ ოპერაში გამართულმა წილისყრამ კი იმ გუნდების ვინაობა გაარკვია, რომლებსაც საქართველო ნაკრები ახლადაარსებულ ATP CUP-ის ჯგუფურ ეტაპზე გაეჯიბრება. ცერემონიალში მონაწილეობა ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელებმა კენ როზუელმა, ჯონ ნიუკომბმა, პატრიკ რაფტერმა და ლეიტონ ჰიუიტმა მიიღეს. ქართველი ჩოგბურთელები...









