ჭდე: ბასილაშვილი

Home ბასილაშვილი
აფსუს, ნიკა!
ჩანაწერი

აფსუს, ნიკა!

იშვიათია, წილისყრაში და ტურნირის მსვლელობისას ასე გაგიმართლოს. ნიკა ბასილაშვილს ისეთი სატურნირო ბადე გამოუვიდა, მერვედფინალამდე ცეკვა-ცეკვით უნდა მისულიყო, მაგრამ მსოფლიოს 118-ე ჩოგანთან, გერმანელ კოეპფერთან მრავალნაცადი ქამბექი არ გამოვიდა და ოთხ სეტში დამარცხდა. არადა, მომდევნო მეტოქე რუსი დანილა მედვედევი უნდა ყოფილიყო. რუსს კარგი სეზონი კი აქვს,მაგრამ დაუძლეველი ბარიერი სულაც არ არის. მერე? მერე წესით მეოთხედფინალი და ჯოკოვიჩი...

რაფა მხსნელი
ჩანაწერი

რაფა მხსნელი

ნიუ იორკში მიმდინარე წლის ბოლო დიდი სლემის გათამაშება საინტერესო ფაზაში შედის, ჩოგბურთის ქართველ ქომაგებს კი ყურადღების გადატანა სხვებისკენ მოუწევთ, რადგან ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილი შეჯიბრს მესამე წრეში, გერმანელ დომინიკ კოეპფერთან გამოეთიშა. არადა, მსოფლიოს ოცეულში მყოფ ქართველ მეჩოგნეს ისეთი ბადე დაუჯდა თქვენი მოწონებული. მოკლედ, ბასილაშვილმა, ორი ეტაპის გადალახვის მიუხედავად გულშემატკივარს იმედები აშკარად გაუცრუა. ზემოთ ყურადღების გადატანა ვახსენეთ,...

ნიკა მესამეში… მეოთხეც უნდა იყოს
ჩანაწერი

ნიკა მესამეში… მეოთხეც უნდა იყოს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე წინა შედეგის გამეორებასთან ახლოსაა. შარშან, ჩინებულ ფორმაში მყოფმა საქართველოს პირველმა ჩოგანმა მერვედფინალს უწია, სადაც დიდებულ რაფა ნადალს გადაეყარა და ღირსეულად ეჭიდავა, სეტიც მოუგო, მაგრამ მაინც დამარცხდა. ახლა, 27 წლის ქართველს ცოტათი უმართლებს. პირველ რაუნდში მან უხერხულ მეტოქედ ქცეულ მარტინ ფუქსოვიჩს ხუთსეტიანი დუელი მოუგო, მერე კი ტურნირზე „ველური ბარათით“ მოხვედრილ მასპინძელ...

ქართველებმა რა ჰქმნეს…
ჩანაწერი

ქართველებმა რა ჰქმნეს…

მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ეტაპზეა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად 3 საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო, ტურნირის პირველ წრეში კი მსოფლიოს 69-ე ჩოგანი, წარმოშობით ხორვატი ამერიკელი ბერნარდა პარა 3 სეტში 6-3, 5-7, 6-4 დაამარცხა. ჩვენიანის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მესამე ჩოგანი, სლოვაკი კაროლინა პლიშკოვა იქნება. მარიამ ბოლქვაძის მოგების სიხარული განელებული არ გვქონდა და...

მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ძირითადში
ჩანაწერი

მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ძირითადში

ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი არ იქნება, რომელიც მოახლოებულ ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს. უკვე საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მეიჯორებზე ჩვენს ქვეყანას ქალი წარმომადგენელი ჰყოლია. წლევანდელ US Open-ზე კი საქართველოდან  სუსტი სქესის წარმომადგენელიც იქნება. 21 წლის მარიამ ბოლქვაძე ლეილა მესხის, ანა ტატიშვილის და სოფიო შაფათავას შემდეგ გახდა მეოთხე ქართველი ქალი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი...

ბასილაშვილი და ნაცნობი რუსი
ჩანაწერი

ბასილაშვილი და ნაცნობი რუსი

ამერიკის ღია პირველობამდე ჩოგბურთელებს ბოლო რეპეტიცია ცინცინატში ექნებათ, სადაც 11-18 აგვისტოს მორიგი მასტერსი გაიმართება. ეს ტურნირი შტატებში ზაფხულის სპორტის სახეობებს შორის უძველესია, ხოლო უშუალოდ ჩოგბურთში სწორედ US Open-ის შემდეგ ხანდაზმულობით მეორე. 1899 წელს დაარსდა. ცინცინატის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, ხოლო აქ ყველაზე მეტჯერ როჯერ ფედერერს უჩემპიონია. შვეიცარიელი მაესტროს ანგარიშზე 7 ციცნინატური ჯილდოა. ბარემ ისიც ვთქვათ,...

ბასილაშვილი სერბით იწყებს
ჩანაწერი

ბასილაშვილი სერბით იწყებს

5-11 აგვისტოს, საჩოგბურთო სამყარო მონრეალში გაერთიანდება, სადაც მასტერსის ტურნირი გაიმართება, რომლის საპრიზო ფონდიც 6 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. საინტერესოა, რომ კანადაში წლეულს კორტზე ვერ ვიხილავთ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს. სერბმა და შვეიცარიელმა ჩოგბურთელებმა მონრეალში თამაშისგან ამჯერად თავი შეიკავეს. სამაგიეროდ, კანადაში იქნება რაფაელ ნადალი. ესპანელი მეჩოგნე აღნიშნული მასტერსის მოქმედი ჩემპიონია და ტურნირზეც შესაბამისად პირველ ნომრად...

ბასილას დარტყმის ტრაექტორია
ჩანაწერი

ბასილას დარტყმის ტრაექტორია

გუშინდელი დღე ჰამბურგში ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო გერმანიის ღია პირველობის სტატუსის ტურნირი. ალბათ, ბევრი თქვენგანი გააოცა უცნაურმა პრიზმა, რომელიც ჩემპიონს გადასცეს. ამას მალევე მოგახსენებთ, იქამდე კი წინაისტორია: ჰამბურგის ტურნირი 2008 წლამდე „მასტერსის“ სტატუსს ატარებდა, მერე კი დაკარგა და ორგანიზატორები ახლა ყოველმხრივ ცდილობენ, ძველი დიდება დაიბრუნონ. მათ ოფიციალურად მიმართეს ATP-ს, ნება დაგვრთეთ,...

ზვერევზე მხეცი ნიკა
ჩანაწერი

ზვერევზე მხეცი ნიკა

ეს ნამდვილი საჩოგბურთო დრამა იყო, რომელიც, ჩვენდა სასიხარულოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის ჰამბურგის ტურნირის ფინალში გასვლით დასრულდა. ალექსანდერ ზვერევი სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს მესამე ჩოგანი იყო, ამჟამად კი მეხუთეა. რუსული ფესვების მქონე გერმანელი 23-წლამდელებში ყველაზე ნიჭიერ და სტაბილურ მეჩოგნედ ითვლება და, დიდი სამეულის კორტიდან წასვლის შემდეგ, ტახტის მემკვიდრედაც კი მიიჩნევა. პირველ სეტში თანაბარი ბრძოლის შემდეგ ტაი-ბრეიკისთვის...

ბევრი ფული და საუბრები გოლფზე…
ჩანაწერი

ბევრი ფული და საუბრები გოლფზე…

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე უმწვრთნელოდ დარჩა. რუსი წარმომავლობის გერმანელმა ჩოგბურთელმა ივან ლენდლთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ალექსანდრე ზვერევზე ვამბობთ, ვინც ჰამბურგის პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში სწორედ ჩვენებურს დაუპირისპირდება. მანამდე კი ზვერევმა, რომელიც რეიტინგის მე-5 ნომერია ლენდლთან დამშვიდობება გადაწყვიტა, რომლის მწვრთნელობის პერიოდშიც მან მხოლოდ ორი შეჯიბრის მოგება შეძლო –  ლონდონის შემაჯამებლის და ჟენევის ტურნირის. ზვერევს და ლენდლს შორის ურთიერთობა მას...