ფრანგულ მეცში ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე ნომრად განთესეს. პირველი წრიდან ის თავისუფალი იყო, მეორეში კი ჩვენებურს 129-ე ჩოგანი იანიკ მადენი შეხვდა და ნიკამაც ორ სეტში მოუთავა საქმე – 6:2, 7:6.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მასპინძელთა ჯილა და ბებერი მგელი ჟო ვილფრიდ ცონგა იქნება. მართალია, 34 წლის ფრანგი რეიტინგში მხოლოდ 61 არის, მაგრამ ერთ დროს მსოფლიოს მე-5 ჩოგანს ოსტატობა სულაც არ გაუნიავებია.
რთული მატჩი ელის ნიკას, მაგრამ აუცილებლად მოსაგები, რადგან შარშანდელ მეოთხედფინალში გასვლისთვის აღებული ქულები აქვს დასაცავი.
შეგახსენებთ, რომ შარშან ნიკა პირველ ნომრადგანთესილ კეი ნიშიკორისთან სწორედ მეოთხედფინალში დამარცხდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
