ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგულ მეცში ATP-250 კატეგორიის ტურნირზე გამოსვლა იმაზე ადრე დაასრულა, ვიდრე გვეიმედებოდა. მასპინძელ ჟო ვილფრიდ ცონგასთან მერვედფინალი თითქოს ნირმალურად დაიწყო, მაგრამ მესამე სეტში ნიკას ტრავმამ თამაში არ დაანება და 5:7, 6:3, 1:4 -ზე მატჩი შეაჩერა. ნიკა გარკვეულ სარეიტინგო ქულებს კი დაკარგავს, მაგრამ ეს მიზერია და მის რეიტინგზე ნაკლებად აისახება. სულ სხვა საქმეა პეკინის ATP-500...
ჭდე: ცონგა
ბასილაშვილმა მეცი უნდა დაიცვას
ფრანგულ მეცში ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე ნომრად განთესეს. პირველი წრიდან ის თავისუფალი იყო, მეორეში კი ჩვენებურს 129-ე ჩოგანი იანიკ მადენი შეხვდა და ნიკამაც ორ სეტში მოუთავა საქმე – 6:2, 7:6. ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მასპინძელთა ჯილა და ბებერი მგელი ჟო ვილფრიდ ცონგა იქნება. მართალია, 34 წლის ფრანგი რეიტინგში მხოლოდ 61 არის, მაგრამ ერთ დროს მსოფლიოს მე-5 ჩოგანს...
ტატიშვილს გულით წაუგია
ამას წინათ ვწერდით, წლევანდელ ამერიკის ღია პირველობაზე, სარეკორდო საპრიზო ფონდი – 57 მილიონი დოლარი იქნებაო. რა თქმა უნდა, ეს კოლოსალური თანხა, ტურნირის ყველა ეტაპზე, ერთეულთა თანრიგში, წყვილთა თუ შერეულ წყვილთა შორის გამარჯვებულ-დამარცხებულებზე გადანაწილდება და ცხადია, შესაბამისი რაოდენობის იქნება… დიდ სლემებზე წმინდა სპორტულის გარდა სხვა წესებიც მოქმედებს, რასაც სპორტსმენთა მხრიდან მაყურებლების პატივისცემა და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება...
სიზარმაცის სასჯელი – 45 ათასი
ბერნარდ ტომიჩი უიმბლდონს სტარტზევე გამოეთიშა. მოულოდნელი ამბავი მოხდაო, ნამდვილად ვერ ვიტყვით. აშკარაა, რომ ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბოლო პერიოდში საქმეს ზერელედ უდგება, კორტზე თითქოს ნაძალადევად დგას. ტომიჩმა ჟო ვილფრიდ ცონგასთან 58 წუთში წააგო და ამის გამო ორგანიზატორთა გულისწყრომაც გამოიწვია. როგორც ვთქვით, ბერნარდ ტომიჩის მარცხს სენსაციად ვერ მოვნათლავთ, რასაც ვერ ვიტყვით სტეფანოს ციციპასის და ალექსანდრე ზვერევის პირველივე წრიდან გავრდნაზე....



