ჭდე: აურელიო დე ლაურენტისი

Home აურელიო დე ლაურენტისი
ისევ კონტე?
ჩანაწერი

ისევ კონტე?

ვინ იქნება „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. აქამდე ცნობილი იყო, რომ „აძურის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს ყველაზე მეტად ანტონიო კონტეს დაქირავება უნდოდა, მაგრამ მის დიდ მადას ვერ აკმაყოფილებდა და იძულებული იყო სხვა კანდიდატებზე გადართულიყო. გუშინ კი კონტეს თემა კვლავ გააქტიურდა. დე ლაურენტისი „ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ხელახლა შეეხმიანა და...

რა შემთხვევაში ხარ იდიოტი?
ჩანაწერი

რა შემთხვევაში ხარ იდიოტი?

ნეაპოლში გაიმართა „ნაპოლის” შარშანდელი სკუდეტოსადმი მიძღვნილი ფილმის პრემიერა. ფილმს ჰქვია „შენთან ვიქნები”. ფიმლის ჩვენებამდე „პარტენოპეელთა” კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან თქვა: „ჩვენ მყარად გვიჭირავს ადგილი ევროპის 20 უძლიერეს კლუბს შორის, მაგრამ ეს ბევრი გულშემატკივრისთვის საკმარისი არ არის. მას მერე, რაც აქ ჩამოვედი ვიმეორებ, რომ ფეხბურთის თამაშისთვის საჭიროა იყო კორპორაციული პიროვნება. მეტიც...

ახლოვდება დღე, როდესაც ყველაფერი უნდა გადაწყდეს
ჩანაწერი

ახლოვდება დღე, როდესაც ყველაფერი უნდა გადაწყდეს

ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე დიდი კლუბის თვალსაწიერშია, მაგრამ ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული „ნაპოლისთან” კონტრაქტის გაგრძელებაა, — ასე დაწერა „გაძეტა დელო სპორტმა: „მაისი ჯერ კიდევ წინ არის და შეთანხმების თანახმად ახლოვდება დღე, როდესაც მხარეებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ეს მათ სეზონის მსვლელობისას დაადასტურეს: სეზონის ბოლოს კონტრაქტის განახლების დღე დათქვეს. თუმცა, ამ დღის მოლოდინში ბევრი რამ შეიცვალა კიდეც. „ნაპოლი”...

ფეხბურთელები დე ლაურენტისის გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან
ჩანაწერი

ფეხბურთელები დე ლაურენტისის გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან

დღეს „ნაპოლი” კაზერტაში გადაბარგდება და „რომასთან” მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის იქ მოემზადება. ასეთი გახლავთ კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილება, რომელსაც ფეხბურთელები დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდნენ. „ნაპოლის” გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ „ჯალოროსისთან” შეხვედრაში წარმატებას მიაღწევენ და გუნდი დარჩენილ 5 შეხვედრას კარგად ჩაატარებს. ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი „პარტენოპეელებს” ნეაპოლიდან 36 კილომეტრში მდებარე კაზერტაში „ამწყვდევს” „კორიერე დელო სპორტმა”...

საწვრთნელი ბაზა აეროპორტთან გადააქვთ?
ჩანაწერი

საწვრთნელი ბაზა აეროპორტთან გადააქვთ?

აურელიო დე ლაურენტისი „ნაპოლისთვის” ახალი სტადიონისა და საწვრთნელი ცენტრის აშენებას აპირებს. „აძურის” პატრონი უკვე რამდენიმე თვეა ადგილების შერჩევით არის დაკავებული. ადრეც დაგვიწერია, რომ სტადიონის აშენებას ბიზნესმენი აპირებს ქალაქის იმ რაიონში, რომელსაც ბანიოლი ეწოდება, სპორტული ცენტრისთვის კი მას რამდენიმე შეთავაზება აქვს. ერთ-ერთი ბოლო ადგილი, რაც მას შესთავაზეს გახლავთ კაპოდიკინო. ამ იდეამ შერეული გრძნობა გამოიწვია: მოწონება და...

ნაპოლის ფეხბურთელები თითს ერთმანეთისკენ იშვერდნენ
ჩანაწერი

ნაპოლის ფეხბურთელები თითს ერთმანეთისკენ იშვერდნენ

რა ხდება „ნაპოლიში” „ემპოლისთან” 0:1 წაგების შემდეგ? ეს მიმდინარე სეზონში, სერია A-ში გუნდის მეათე მარცხი იყო. კლუბის მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელებისთვის შეკრების მოწყობა უნდოდა, მაგრამ იტალიური პრესა წერს, რომ მოთამაშეთა ნაწილი წინააღმდეგი წავიდა და ბიზნესმენმა გადაწყვეტილება შეცვალა. ამბობენ, რომ დე ლაურენტისი ემპოლის „სტადიო კარლო კასტელანიზე” შესვენების დროს გასახდელში ჩავიდა. მას უნდოდა გაეგო რა ხდება...

პარი სენ ჟერმენ, არც იოცნებო!
ჩანაწერი

პარი სენ ჟერმენ, არც იოცნებო!

სად ითამაშებს ვიქტორ ოსიმენი მომდევნო სეზონში? დადის ორნაირი ჭორი. ერთნი ამბობენ, რომ „ნაპოლის” მეცხრე ნომერი პრემიერლიგაში გადაბარგდება, მეორენი კი „პარი სენ ჟერმენის” ვერსიას უფრო სანდოდ მიიჩნევენ. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ პარიზელები აურელიო დე ლაურენტისის მიერ დაწესებული გამოსასყიდი თანხის დაკლების მიზნით სხვადასხვა ხერხის მოფიქრებას ცდილობენ, თუმცა ნეაპოლური საიტი calcionapoli24 წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით მათ აფრთხილებს, რომ ფასის...

კურვა A და B დე ლაურენტისს უტევენ
ჩანაწერი

კურვა A და B დე ლაურენტისს უტევენ

ახალგაღვიძებულ ნეაპოლს თითქმის ყველა ქუჩაზე ფლაერები დახვდა გაკრული. ტექსტს ხელს ერთად აწერდნენ კურვა A და კურვა B ანუ „ნაპოლის” გულშემატკივართა დაჯგუფებები, რომლებიც თამაშების დროს კარებს უკანა ტრიბუნებზე იყრიან თავს. ჩვეულებრივ ფურცელზე ეწერა მიმართვა აურელიო დი ლაურენტისისადმი, რომელთანაც ერთი წლის წინ ტიფოზების ამ დაჯგუფებებმა ზავი დადეს. ზავის მიზეზი გახლდათ სკუდეტო, რომლისკენაც გუნდი დიდი ნაბიჯებით მიიწევდა და...

AS: ბარსას ხვიჩა სურს
ჩანაწერი

AS: ბარსას ხვიჩა სურს

ესპანური AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა. „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ნეაპოლელთა მეპატრონეს დაუკავშირდა. იტალიური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი კი ქართველის გაყიდვას 130 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს. შემდეგ სეზონში, „ნაპოლი“ გუნდის აშენებას ხვიჩას გარშემო გეგმავს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კატალონიელები ამხელა თანხას გადაიხდიან. მიმდინარე სეზონის 27 შეხვედრაში, კვარამ 10 გოლი და 4 საგოლე...

კონტრაქტის განახლებამდე ორი საკითხია დარჩენილი
ჩანაწერი

კონტრაქტის განახლებამდე ორი საკითხია დარჩენილი

დღეს ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისა”და „ატალანტას” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც „აძურის” გულშემატკივართათვის დიდი დარტყმაა — მატჩს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სამაგიეროდ, calciomercato-მ დაწერა, რომ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა და კვარაცხელიას მხარემ კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. ახლა ნეაპოლელ ტიფოზებს შეუძლიათ გული საგულეს ჰქონდეთ — ქართველი გარემარბი „მარადონაზე” დარჩება და მომავლის გუნდის...