უეფამ აურელიო დე ლაურენტისის წინააღმდეგ სადისციპლინო საქმე აღძრა. მიზეზი: „ღირსეული ქცევის ძირითადი წესების დარღვევა”. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას არ ეპიტნავა იტალიის ჩემპიონის პატრონის გამოხდომა „ბარსელონასა” და „ნაპოლის” შეხვედრის წინა დღეს. ბიზნესმენს დააჯარიმებენ, რაც კლუბს, რომელსაც საქმე ისედაც არეული აქვს, ვითარებას ალბათ უფრო გაურთულებს. კონკრეტული მიზეზი ადვილი მისახვედრია. ყველას ახსოვს, როგორ მოიქცა დე ლაურენტისი „მონჟუიკზე”, როდესაც...
ჭდე: აურელიო დე ლაურენტისი
დე ლაურენტისის სიგიჟე
„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „ბარსელონასა” და „ნაპოლის” შეხვედრის წინა დღეს თავისი ფეხბურთელი მატეო პოლიტანო „სქაი სპორტის” პირდაპირი ეთერიდან შუა ინტერვიუს დროს უხეშად გაიყვანა; თან ყვიროდა. ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ერთად არის თავმოყრილი El Chiringuito-ს მიერ გარედან გადაღებული კადრები და ის, რაც „სქაის” ეთერში გადიოდა. Movistar Plus + – მა კი აჩვენა ფრანჩესკო კალცონას ინტერვიუ,...
რას უპირებენ მარადონას?
„ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა „სქაი სპორტთან” ინტერვიუში „დიეგო მარადონას” სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციასა და მის პრობლემებზე ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ნეაპოლში ახალი სტადიონის აგების თემა ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა. „გულწრფელად მინდოდა „მარადონას” რეკონსტრუქცია. საკითხის შესასწავლად მივმართე კიდეც „ძავანელა სტუდიოს”. ისინი ჩვენს იდეას ერთი თვის განმავლობაში სწავლობდნენ, ბოლოს კი დაასკვნეს, რომ „მარადონას” რეკონსტრუქციის ერთადერთი ვარიანტი ახალი სტადიონის...
ნაპოლიმ იუვეს ადვოკატები შეუსია
„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „საფეხბურთო ბიზნესის სამიტზე” „იუვენტუსის” წინააღმდეგ გაილაშქრა. მან თქვა, რომ ტურინელები ფიფას მომავალ, გაფართოებულ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაშვები არ არიან. მეორე დღეს, რადიო Kiss Kiss Napoli-მა გაავრცელა ცნობა, რომ დე ლაურენტისის ვექილებმა საბუთების შეგროვება დაიწყეს. მათი მიზანია ფიფას „იუვე” შეჯიბრების შესაძლო მონაწილეთა სიიდან წააშლევინონ. ზემოთ ნახსენები სამიტი ინგლისურმა გაზეთმა Financial Times-მა...
დე ლაურენტისი დიდ მკერდს დაუბრუნდა
ნუთუ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის თამაშამდე ორი დღით ადრე მწვრთნელი შეცვალო? ნუთუ შეიძლება სეზონში მესამე მწვრთნელი მიიყვანო? დიახ, შეიძლება, როდესაც მდგომარეობა გამოუვალია. ვალტერ მაცარის ხელში კი მდგომარეობა სწორედ ასეთი იყო. ჩვენ გულის გადაუდებელი რეანიმაციის პირას ვიმყოფებით. გარსიასგან განკურნება აშკარად უფრო მძიმე გამოდგა, ვიდრე თავად დაავადება. მაცარის ხელში, თორმეტ შეხვედრაში, გუნდმა ექვსი ქულით ნაკლები მოიპოვა ვიდრე...
კალცონა და დე ლაურენტისი შეთანხმდნენ!
ფრანჩესკო კალცონა „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის ყველა წინადადებას დათანხმდა, მათ რიცხვში გუნდის სათავეში დაუყოვნებლად ჩადგომას — ზეგ, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში, „ბარსელონას” წინააღმდეგ „პარტენოპეელებს” ახალი თავკაცი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მის შტაბს, ეს საკითხი პრეზიდენტთან უშუალო შეხვედრის დროს გადაწყდება. როგორც მოგახსენეთ, ლაპარაკია, რომ კალცონას ასისტენტები იქნებიან ახლო წარსულში „ნაპოლისა” და სლოვაკეთის ნაკრების ვარსკვლავი მარეკ...
როგორ გააგდო დე ლაურენტისმა რუდი გარსია
აურელიო დე ლაურენტისმა კასტელ ვოლტურნოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუდი გარსიასთან კონფლიქტის შესახებ ილაპარაკა: „ამბობენ, მე რომ მწვრთნელი ვიყო იმისათვის, რაც გარსიას გავუკეთე სასამართლოში ვიჩივლებდი. ამბობენ, რომ მე გარსიას სახელი გავუტეხე. ჩემი რწმენით გარსია თავის დროზე საფრანგეთის ლიგა 1-ში კარგი მწვრთნელი იყო. იტალიაში, მისი ხელმძღვანელობით, „რომა” ორჯერ გავიდა მეორე ადგილზე. როდესაც სერია A-ში დებიუტი ჰქონდა, ზედიზედ ათი...
თვითკრიტიკის ოცდაათი წამი
„ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა პრეს-კონფერენცია გამართა. პორტალი ilnapolista მიიჩნევს, რომ ბიზნესმენის გამოსვლას ანალიზი რამდენიმე მხრიდან შეიძლება ჩაუტარდეს, თუმცა ყველა მსჯელობა ერთ დასკვნამდე მიგვიყვანს. ყველა, ვინც სენსაციას ელოდა იმედგაცრუებული დარჩა. დე ლაურენტისმა თავისი შეცდომების შესახებ მხოლოდ 30 წამი ილაპარაკა. როგორც გაირკვა მას თავის არასწორ ნაბიჯად მიაჩნია ის, რომ ლუჩანო სპალეტი იოლად გაუშვა — კონტრაქტის პირობების...
რას სთავაზობდა დე ლაურენტისი ჟელინსკის?
„ნაპოლის” პოლონელ ნახევარმცველ პიოტრ ჟელინსკისთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში „აძურის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი მასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდა, მაგრამ ფეხბურთელმა შორს დაიჭირა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეა ჟელინსკის გვარი ნეაპოლში ყველას პირზე აწერია. მიზეზი: ფეხბურთელი, რომელიც აქამდე გუნდის ერთ-ერთ ვარსკვლავად ითვლებოდა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა, რაც მიმომხილველებმა დე ლაურენტისის შურისძიებად ჩათვალეს. კლუბთან...
ჟელინსკი ლიგის მიღმა — დე ლაურენტისის შურისძიება
შეიძლება თუ არა კომპანიის მართვა გუნებ-განწყობასა და პირად წყენებზე დაყრდნობით? სწორედ ეს კითხვა ჩნდება „ნაპოლის” განაცხადების კითხვისას. მათში არ შეიყვანეს პიოტრ ჟელინსკი (ჩემპიონთა ლიგის განაცხადში) და დიეგო დემე (როგორც ჩემპიონთა ლიგს ასევე სერია A-ს განაცხადში), რომელთაც სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურებათ. ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არის ახალი შენაძენი ლეანდერ დენკონკერიც, რომელიც კლუბს (ჩვენზე რომ არაფერი...









