კალცონა და დე ლაურენტისი შეთანხმდნენ!

Home კატეგორიის გარეშე კალცონა და დე ლაურენტისი შეთანხმდნენ!
კალცონა და დე ლაურენტისი შეთანხმდნენ!

Coach Francesco Calzona of Slovakia during the EURO Qualifier match between Portugal v Slovakia at the Estadio Do Dragao on October 13, 2023 in Porto...ფრანჩესკო კალცონა „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის ყველა წინადადებას დათანხმდა, მათ რიცხვში გუნდის სათავეში დაუყოვნებლად ჩადგომას — ზეგ, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში, „ბარსელონას” წინააღმდეგ „პარტენოპეელებს” ახალი თავკაცი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მის შტაბს, ეს საკითხი პრეზიდენტთან უშუალო შეხვედრის დროს გადაწყდება. როგორც მოგახსენეთ, ლაპარაკია, რომ კალცონას ასისტენტები იქნებიან ახლო წარსულში „ნაპოლისა” და სლოვაკეთის ნაკრების ვარსკვლავი მარეკ ჰამშიკი და ფრანჩესკო სინატი, რომელიც რამდენიმე წლის წინ „მარადონაზე” ლუჩანო სპალეტისთან ეხმარებოდა.

იტალიელმა ჟურნალისტმა, სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ალფრედო პედულამ დაადასტურა, რომ სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელი კალცონა მართლა შეცვლის ვალტერ მაცარის. იტალიელი სპეციალისტი „ნაპოლისთან” ჯერჯერობით ივნისამდე გააფორმებს კონტრაქტს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.