უეფამ აურელიო დე ლაურენტისის წინააღმდეგ სადისციპლინო საქმე აღძრა. მიზეზი: „ღირსეული ქცევის ძირითადი წესების დარღვევა”. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას არ ეპიტნავა იტალიის ჩემპიონის პატრონის გამოხდომა „ბარსელონასა” და „ნაპოლის” შეხვედრის წინა დღეს. ბიზნესმენს დააჯარიმებენ, რაც კლუბს, რომელსაც საქმე ისედაც არეული აქვს, ვითარებას ალბათ უფრო გაურთულებს.
კონკრეტული მიზეზი ადვილი მისახვედრია. ყველას ახსოვს, როგორ მოიქცა დე ლაურენტისი „მონჟუიკზე”, როდესაც მატეო პოლიტანო ტელეკომპანია „სქაი სპორტს” ინტერვიუს აძლევდა. ამბობენ, რომ დე ლაურენტისს შთამბეჭდავი თანხით დააჯარიმებენ. „სქაი სპორტის” სრული უფლება ჰქონდა „ნაპოლის” ფეხბურთელებისთვის ინტერვიუ გამოერთმია და მისი ძალად შეწყვეტა კანონის დარღვევა იყო. ზოგადად, მას-მედიასთან ურთიერთობის დადგენილი წესისა და ვალდებულების არად ჩაგდება, მითუფრო უხეშად დარღვევა ცივილიზებულ სამყაროში არა მხოლოდ ისჯება, არამედ სამარცხვინო საქციელად ითვლება. ასეთი ქცევით გულშემატკივარს ინფორმაციის და მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გარეშე ტოვებ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ენტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
