ნეაპოლში გაიმართა „ნაპოლის” შარშანდელი სკუდეტოსადმი მიძღვნილი ფილმის პრემიერა. ფილმს ჰქვია „შენთან ვიქნები”. ფიმლის ჩვენებამდე „პარტენოპეელთა” კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან თქვა:
„ჩვენ მყარად გვიჭირავს ადგილი ევროპის 20 უძლიერეს კლუბს შორის, მაგრამ ეს ბევრი გულშემატკივრისთვის საკმარისი არ არის. მას მერე, რაც აქ ჩამოვედი ვიმეორებ, რომ ფეხბურთის თამაშისთვის საჭიროა იყო კორპორაციული პიროვნება. მეტიც ფანი უნდა იყო. ისევე, როგორც მწვრთნელების უმრავლესობა…
… არადა, გარკვეულ სიტუაციებში ცხვირი მაღლა არ უნდა ავწიოთ, რადგან თუ ქვითრებს შევადარებთ, დავინახათ, რომ სხების მხოლოდ მესამედს ან მეოთხედს ვხარჯავთ. იგივე „მანჩესტერ იუნაიტედი”… განა ის ყოველთვის იგებდა? არადა, სტადიონზე ბილეთები რამდენიმე წლით ადრე უკვე გაყიდული აქვს და ყველაზე მდიდარი კლუბია, ყველაზე დიდი ბიუჯეტით. დაფიქრდით რა უცნაური რაღაც ხდება — ჩვენში თუ მეორე ხარ, იდიოტი ხარ. მეორეზე დაბლა ყოფნას კი სრულ ჩავარდნად გითვლიან”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
