
აურელიო დე ლაურენტისი „ნაპოლისთვის” ახალი სტადიონისა და საწვრთნელი ცენტრის აშენებას აპირებს. „აძურის” პატრონი უკვე რამდენიმე თვეა ადგილების შერჩევით არის დაკავებული. ადრეც დაგვიწერია, რომ სტადიონის აშენებას ბიზნესმენი აპირებს ქალაქის იმ რაიონში, რომელსაც ბანიოლი ეწოდება, სპორტული ცენტრისთვის კი მას რამდენიმე შეთავაზება აქვს. ერთ-ერთი ბოლო ადგილი, რაც მას შესთავაზეს გახლავთ კაპოდიკინო. ამ იდეამ შერეული გრძნობა გამოიწვია: მოწონება და გაოცება. ეს ის რაიონია, სადაც ქალაქის აეროპორტი მდებარეობს.
ტერიტორია, რომელსაც დე ლაურენტისს აძლევენ აქამდე ლეონარდო ბიანკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტს ეკუთვნოდა. მისი ფართობი უდრის 80 ჰექტარს, რაც „ნაპოლის” ახლანდელ ბაზასთან შედარებით ოთხჯერ დიდია. კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელი ცენტრი 20 ჰექტარზეა გაშენებული.
კაპოდიკინოს ცენტრის პლუსად ასახელებენ აეროპორტთან სიახლოვეს. 2027 წელს ამ უბანში მეტროს სადგურიც უნდა გაიხსნას.
საბოლოო სიტყვა დე ლაურენტისზეა. ჯერჯერობით ცნობილია, რომ მან შეთავაზებაზე ცივი უარი არ თქვა. მეტიც, ბიზნესმენის პირველი რეაქცია დადებითი იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
