ვინ იქნება „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. აქამდე ცნობილი იყო, რომ „აძურის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს ყველაზე მეტად ანტონიო კონტეს დაქირავება უნდოდა, მაგრამ მის დიდ მადას ვერ აკმაყოფილებდა და იძულებული იყო სხვა კანდიდატებზე გადართულიყო. გუშინ კი კონტეს თემა კვლავ გააქტიურდა. დე ლაურენტისი „ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ხელახლა შეეხმიანა და გასამრჯელოს სახით წელიწადში 6 მილიონ ევროს პლუს ბონუსები შესთავაზა.
კონტეს მითხოვნა გახლდათ წელიწადში 20 მილიონი ევრო, ოღონდ მწვრთნელი ამ თანხაში თავისი ასისტენტების ხელფასებსაც მოიაზრებდა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/11/2026 | 09:15უნგრეთში ლივერპულზე გაბრაზდნენ
სიახლეები13/11/2026 | 08:30კერიკი წავიდა, პოჩეტინო გზაშია
სიახლეები13/11/2026 | 07:26ოთხი გოლი, ორი ძელი და იმედები
აქეთურ-იქითური12/11/2026 | 08:37მანჩინი: ოლისე რომ გაცივდეს, ამით არაფერი დაშვდება
