ჭდე: აიაქსი

Home აიაქსი
ბათუმის დინამოს გავლით… იტალიაში?
ჩანაწერი

ბათუმის დინამოს გავლით… იტალიაში?

დიდი ამბებია ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო. ერთნი წერენ, რომ „ბათუმში“ გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, მეორენი – ასე არაა, 7 აპრილამდე დროა და უცხოურ გუნდში გადავაო. ერთი, რაც ახლა ნამდვილად გაირკვა, ხვიჩა მაისის ბოლომდე ბათუმში იქნება. შევიტყვეთ, რომ კვარაცხელიას იტალიურ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს. არ დაგვიკონკრეტეს, მხოლოდ ეს გვითხრეს, რომ იტალიის ერთ-ერთ წამყვან კლუბზეა საუბარი და...

თორმეტი ამბავი უნიჭო ფეხბურთელის შესახებ
ჩანაწერი

თორმეტი ამბავი უნიჭო ფეხბურთელის შესახებ

უკვე მოგახსენეთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ფავორიტი გამოიკვეთა — ჰოლანდიელი ერიკ ტენ ჰაგი. წერენ, რომ „აიაქსის“ თავკაცს „იუნაიტედის“ შეფობა უკვე შეხვდა და გაესაუბრა; რაც აინტერესებდა ჰკითხა, რაც დასაზუსტებელი ჰქონდა, დააზუსტა. იმასაც ამბობენ, რომ მანკუნიანელი დირექტორები გასაუბრებას სხვა კანდიდატებთან, კერძოდ მაურისიო პოჩეტინოსთან, ხულენ ლოპეტეგისთან და ლუის ენრიკესთანაც აპირებენ. ინგლისურ პრესაში იწერება, რომ 52 წლის...

ზეედორფმა ისლამი მიიღო
ჩანაწერი

ზეედორფმა ისლამი მიიღო

ნიდერლანდელმა კლარენს ზეედორფმა ისლამი მიიღო. 45 წლის ასაკში შეიცვალა სარწმუნოება… სახელ-გვარი იგივე დაიტოვა: კლარენს ზეედორფი. „დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, რომელიც ჩემს მუსულმანურ ოჯახში შესვლას მოჰყვა. მოხარული ვარ, მით უმეტეს ვემადლიერები ჩემს მეუღლე სოფიას, რომელმაც მასწავლა ისლამის ღრმა შინაარსი. ყველას სიყვარულს გიძღვნით!“ – დაწერა ზეედორფმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ზეედორფი ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამ...

ტენ ჰაგმა ინგლისურის სწავლა დაიწყო
ჩანაწერი

ტენ ჰაგმა ინგლისურის სწავლა დაიწყო

„აიაქსის“ დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი, ზაფხულიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმწვრთნელობის უპირველესი კანდიდატია. მანკუნიანელები ასევე „პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელ თავკაც მაურისიო პოჩეტინოსაც უტრიალებენ, მაგრამ ტენ ჰაგი მთავარი სამიზნეა. მით უმეტეს, რომ მას ამსტერდამული კლუბის ხელმძღვანელებისთვის უკვე უთქვამს სეზონის ბოლოს თავისი შესაძლო წასვლის შესახებ. ტენ ჰაგმა ინგლისურის მასწავლებელი დაიქირავა. სურს კლუბში მისვლისას „მანჩესტერის“ ფეხბურთელებს ყველაფერი ნათლად გააგებინოს. შარშან მას...

დრონი მეფობენ…
ჩანაწერი

დრონი მეფობენ…

დრონი მეფობენო… აი, ზუსტად ესადაგება ამ ამბავს. ბრაზილიელი გარემარბი დავიდ ნერეში რამდენიმე დღის წინ ამსტერდამის „აიაქსიდან“ დონეცკის „შახტარში“ გადავიდა. ნერეში ორი წლის წინ დაფრინავდა, როცა ნიდერლანდური გრანდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და ფინალამდეც რამდენიმე წამი დააკლდა. შარშან ცოტა მოუკლო, მაგრამ მაინც კარგი ფეხბურთელია და დონეცკელებისთვის მშვენიერი შენაძენი. ყურში უცნაურად მოსახვედრი კი ის იყო, რომ ნერეშმა...

ტოპ15 – ყველაზე გამყიდველები
ჩანაწერი

ტოპ15 – ყველაზე გამყიდველები

ლისაბონის „ბენფიკას“ 21-ე საუკუნეში ყველაზე დიდი მოგება აქვს ფეხბურთელების გაყიდვის მხრივ. მეორე ადგილზეც პორტუგალიური კლუბია – „პორტუ“. ტოპ-15-ში კიდევ ორი პორტუგალიური გვხვდება… და „აიაქსი“? ბევრს ამსტერდამელები გაახსენდება, მაგრამ ისინი მესამეზე არიან. „ბენფიკას“ ბოლო დიდი მოგება იყო ჟოაო ფელიშის „ატლეტიკოში“ გაყიდვა. 126 მილიონი ევრო!.. რამდენად ამართლებს ფელიში ამ თანხას, თავად განსაჯეთ. ჯერჯერობით, დიდი ვერაფერი სარგებელი. აბა,...

უეფას მაგრად შეეშალა
ჩანაწერი

უეფას მაგრად შეეშალა

დიდი გაუგებრობა მოხდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილიყრისას. ვინაიდან, დებულებით ერთი ჯგუფის გუნდები ფლეი ოფში ერთამანეთს აღარ უნდა შეხვდნენ, ხოლო დღევანდელი წილისყრისას შესაძლო იყო „ვილიარეალი“ „მანჩესტერს“ გადაყროდა, მით უმეტეს ინგლისური გუნდი „ატლეტიკოსაც“ ერიდებოდა, უეფამ თავდაპირველი წილისყრის შედეგები გააბათილა და ახალი მოაწყო… მოაწყო და გაცილებით მძლავრი წყვილებიც მიიღო. რონალდუ vs მესის ნაცვლად ახლა პარიზ-მადრიდულ წყვილს ვიხილავთ. პსჟ-ს...

ალერი და აიაქსი: ზედიზედ ექვსი
ჩანაწერი

ალერი და აიაქსი: ზედიზედ ექვსი

სამშაბათ საღამოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „აიაქსმა“ ლისაბონის „სპორტინგი“ შინ 42 დაამარცხა და მაქსიმალური 18 ქულით C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამსტერდამელებმა ჯამში 20 ბურთი გაიტანეს, რაც ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია მიმდინარე გათამაშებაში. ამსტერდამული კლუბი მე-9 გუნდი გახდა, რომელმაც ტურნირის ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე 20 და მეტი გოლის გატანა შეძლო. ამ გოლების ზუსტად ნახევარი კი...

კუმანმა ბარსა დაამცირა
ჩანაწერი

კუმანმა ბარსა დაამცირა

ეს უკვე ნამეტანია. „ბარსელონამ“ 0:2 დათმო სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ და 8 ტურის შემდეგ მოგროვებული 12 ქულით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეცხრეა. დაუმატეთ ამას ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან“ და „ბენფიკასთან“ ორჯერ 0:3 და… შეიძლება ითქვას, რომ რონალდ კუმანის ბედი გადაწყვეტილია. ახლა ისღაა საკითხავი, ვინ შეცვლის ჰოლანდიელს. ამტკიცებენ, ჟოან ლაპორტას სიმპათია ერიკ ტენ ჰაგის მხარეს იხრებაო. არის პრობლემა: ტენ...

მილანი კაპიტანზე ნადირობს
ჩანაწერი

მილანი კაპიტანზე ნადირობს

კარგა ხანია, „მილანმა“ ამსტერდამის „აიაქსის“ სერბ კაპიტან დუშან ტადიჩს დაადგა თვალი. ბოლო ორ თვეში რევერანსები მოლაპარაკებად იქცა – მილანელები ფეხბურთელის აგენტებთან კონტაქტზე გავიდნენ. ტადიჩი არაა წინააღმდეგი, რამდენიმე სეზონი „როსონერიში“ გაატაროს. გასულ სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა სულ 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 17-ჯერ საგოლედ თანაგუნდელებს უპასა.