სამშაბათ საღამოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „აიაქსმა“ ლისაბონის „სპორტინგი“ შინ 42 დაამარცხა და მაქსიმალური 18 ქულით C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამსტერდამელებმა ჯამში 20 ბურთი გაიტანეს, რაც ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია მიმდინარე გათამაშებაში. ამსტერდამული კლუბი მე-9 გუნდი გახდა, რომელმაც ტურნირის ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე 20 და მეტი გოლის გატანა შეძლო.
ამ გოლების ზუსტად ნახევარი კი ამსტერდამელთა კოტდიუარელი ფორვარდის, სებასტიან ალეს, ანგარიშზეა. „სპორტინგთან“ მატჩისას ამსტერდამელთა 27 წლის შემტევმა მე-8 წუთზე პენალტი გამოიყენა. შედეგად, კოტდიუარელმა ფორვარდმა ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩში მოახერხა გატანა. ასეთი რამ მანამდე მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს გაუკეთებია.
საინტერესოა, რომ ალერისვის წლეულს სადებიუტო სეზონია ჩემპიონთა ლიგაში.
საინტერესოა ასევე „აიაქსი“ მე-9 გუნდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრის მოგება შეძლო. მანამდე ასეთი შედეგი „მილანს“ (1992-93), „პარი სენ-ჟერმენს“ (1994-95), მოსკოვის „სპარტაკს“ (1995-96), „ბარსელონას“ (2002-03), მადრიდის „რეალს“ (2011-12, 2014-15), „ბაიერნს“ (2019-20) და „ლივერპულს“ (2021-22) მოეხერხებნიათ.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
