მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ თავის რეგიონულ კონფედერაციას კონკაკაფს უღალატა და ჯანი ინფანტინოს დაუჭირა მხარი. კონკაკაფი ფეხბურთს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში ხელმძღვანელობს. მას მერე, რაც ინფანტინომ ზეწოლის შედეგად უკან დაიხია და მსოფლიოს ჩემპიონატების წილების გაყიდვაზე უარი თქვა, კონკაკაფმა მისი პრეზიდენტობა ეჭვქვეშ დააყენა და საქმის დეტალური გამოკვლევა მოითხოვა. მექსიკა, როგორც ამ ორგანიზაციის წევრი თითქოს იმავე პოზიციაზე უნდა ყოფილიყო,...
ჭდე: ჯანი ინფანტინო
ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
ოთხშაბათს ჯანი ინფანტინომ ფიფას მმართველობის წევრები რაბათის ოფისში შეკრიბა. შეხვედრის დამთავრებიდან ოთხ საათში მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტ ინფანტინოს სურდა დაეარსებინა შვილობილი ორგანიზაცია Fifa Forward Enterprise, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატების წილებს გაყიდიდა. ამ იდეამ დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. უეფამ გამოაცხადა, რომ ინფანტინოს რწმენა დაკარგა და მის პროექტს „არაკეთილსინდისიერი, კულისებსმიღმა და გაუმჭვირვალე“ უწოდა....
ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პრინცმა ალი ბინ ალ ჰუსეინმა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შეუტია. მან შვეიცარიელ ბიზნესმენს შანტაჟში დასდო ბრალი. პრინცი ალი ფეხბურთში მეორეხარისხოვანი ფიგურა არ არის. ის იყო ფიფას ვიცე პრეზიდენტი და 2016 წელს პრეზიდენტობაზეც იყრიდა კენჭს, სადაც სწორედ ინფანტინოსთან დამარცხდა. იორდანიის მეფის ნახევარ-ძმა X პლატფორმაზე იხსენებს მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში ფანებისთვის აშშ-ს ვიზის პრობლემას,...
ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
ბოლო პერიოდში ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს სურდა შეექმნა შვილობილი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წილებს გაყიდიდა, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა და უკან დაიხია. ამით დაპირისპირება თითქოს უნდა ამოწურულიყო, მაგრამ არა: ოპოზიციამ გადაწყვიტა ინფანტინო ფეხბურთს მოაშოროს. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებისთვის თავად პროექტი აღმოჩნდა მიუღებელი, ცნობილი გახდა, რომ კომპანია რომლისთვისაც ინფანტინო...
ინფანტინომ უკან დაიხია!
ჯანი ინფანტინომ პროექტზე, რომელმაც მსოფლიო სკანდალი გამოიწვია უარი თქვა. მას უნდოდა დაეარსებინა ფიფას შვილობილი კომპანია (Fifa Forward Enterprise), რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წილებს კერძო ინვესტორებს მიყიდდა, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. უპირველესად ხმა აიმაღლა უეფამ. ევროპელ კოლეგებს კონკაკაფი აჰყვა. მათ თქვეს რომ ფიფას შეჯიბრებებს ბოიკოტს გამოუცხადებენ. ინფანტინო აპირებდა ხსენებული შვილობილი კომპანია 20.22 მილიარდ დოლარად შეეფასებინა და 20...
უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
ჯანი ინფანტინოს პროექტს გაყიდოს მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ უეფამ გამოუცხადა ბოიკოტი, შემდეგ კი ევროპელ კოლეგებს მხარში კონკაკაფი ანუ ჩრდილო და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის საფეხბურთო კონფედერაცია ამოუდგა. გაისად მარტში ფიფას პრეზიდენტის არჩევნებია – ინფანტინოს თავიდან მოშორების შესაძლებლობა. უეფა ცდილობს დაიყოლიოს „პარი სენ ჟერმენის“ 52 წლის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი, რათა მან წამოაყენოს თავისი კანდიდატურა და...
ინფანტინოს გეგმას ტრამპის სიძემდე მივყავართ
მსოფლიო ფეხბურთში სკანდალია. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ნაწილ-ნაწილ უპირებს გაყიდვას, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია. უეფა ფიფას არც მეტი არც ნაკლები ბოიკოტით დაემუქრა, პროტესტი გამოთქვეს წამყვანმა საფეხბურთო ქვეყნებმაც, მაგრამ ინფანტინომ უკან არ დაიხია. მან თავისი განზრახვა დაადასტურა და თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის და მისი სხვა შეჯიბრებების ჩასატარებლად აპირებს შვილობილი კომპანიის Fifa Forward...
როგორ უნდა გაყიდოს ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატი?
ჯანი ინფანტინომ საფეხბურთო სამყარო დაზაფრა ― გამოაცხადა, რომ აპირებს შექმნას ახალი კომპანია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წილებს გაყიდის. ფიფას პრეზიდენტის ასეთმა „გაბედულმა“ ნაბიჯმა დიდი პროტესტი გამოიწვია. ყველაზე მეტად უეფა აღშფოთდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებით ინფანტინო უკვე „წითელ ხაზებს“ კვეთს. „არცერთი ჩვენგანი არ არის ფეხბურთის მფლობელი. ის ფიფას გასაყიდი არ არის“, – წერია უეფას განცხადებაში. გულშემატკივართა...
ტრამპს ინფანტინო გაეროს გენერალურ მდივნად მოუნდა
ფიფას მერე გაეროში? „ვოშინგტონ პოსტის“ თანახმად დონალდ ტრამპი ჯანი ინფანტინოს გაეროს გენერალურ მდივნად წარდგენას აპირებს. თუ ვინმეს „ვოშინგტონ პოსტის“ საიმედოობა აეჭვებს, ყურად იღოს, რომ ეს ინფორმაცია „ნიუ იორკ პოსტმაც“ გადაბეჭდა. ჯანი ინფანტინო მოგეხსენებათ ფიფას პრეზიდენტია, ხოლო გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში გახლავთ, რომელიც 31 დეკემბერს თანამდებობას ტოვებს, ვინაიდან უკვე 10 წლის ანუ ორი ვადის განმავლობაში...
ბლატერი vs ინფანტინო: ფეხბურთი ფესვებს უნდა დაუბრუნდეს
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის (ესპანეთი – არგენტინა 1:0) დამთავრებიდან 48 საათში ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა კრიტიკული განცხადება გააკეთა. 90 წლის შვეიცარიელი ბიზნესმენი, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას 1998 წლიდან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა ცვლილებებს ითხოვს. „დასრულდა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ჩემპიონატი – მას დიადი ჩემპიონი ჰყავს – მაგრამ გახსნის დღიდან საფინალო სასტვენამდე შეჯიბრებამ სანდოობა დაკარგა“, – დაწერა...









