ჭდე: სერხიო რამოსი

Home სერხიო რამოსი
როცა უკან სერხიო რამოსს ხედავ…
ჩანაწერი

როცა უკან სერხიო რამოსს ხედავ…

ესპანური „სევილიას“ ფეხბურთელმა, სუსომ, პარი სენ-ჟერმენის ყოფილი მცველის, სერხიო რამოსის ტრანსფერზე ისაუბრა. „სერხიოს ყველა კარგად ვიცნობთ. მას ნაკრებში შევხვდი და ის შესანიშნავი ბიჭია. მონტეკასტილოში ყოფნისას, როცა სიახლე გავიგე, ორი-სამი შეტყობინება გავუგზავნე და მიპასუხა, რომ სურდა ჩამოსვლა. ეს შესანიშნავი იქნება გუნდისთვის. მისი გამოცდილების წყალობით. როცა უკან იხედები და სერხიო რამოსს ხედავ, ყველაფერი სხვაგვარად ხდება.“ – ციტირებს...

ბაიერნთან მბაპეს გარეშე
ჩანაწერი

ბაიერნთან მბაპეს გარეშე

14 თბერვალს ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფის მატჩებით განახლდება. „პარი სენ-ჟერენი“ საკუთარ მოადენზე მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში პარიზელებს კილიან მბაპე ვერ დაეხმარება – პარიზელთა თავდასხმის ლიდერმა საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრაში „მონპელიეს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო. „სამედიცინო გამოკვლვების შემდეგ გაირკვა, რომ კილიან მბაპეს კუნთის ტრავმა აქვს და ამის გამო მას დაახლებით სამი კვირა გაუცდება“, – ინფორმაცია პარიზული...

ალ-ნასრი რამოსსაც იწვევს
ჩანაწერი

ალ-ნასრი რამოსსაც იწვევს

საუდის არაბეთის კლუბი „ალ-ნასრი“ „პარი სენ-ჟერმენის“ ესპანელი მცველის, სერხიო რამოსის გადაბირებას ეცდება. კლუბის ხელმძღვანელობა მალე რამოსს პირადად შეხვდება და ახალ პროექტს გააცნობს. პარიზელებთან 36 წლის რამოსს ხელშეკრულების ვადა გაისად 30 ივნისს ეწურება და 1 იანვრიდან უკვე შეეძლება სხვა კლუბებთან მოლაპარაკების წარმოება. ასევე გამოცემა აღნიშნავს, რომ „ალ-ნასრს“ მალე 37 წლის კრიშტიანუ რონალდუც შეუერთდება. მას ხელშეკრულებას 2030...

დილით მზე ისევ ამოვა…
ჩანაწერი

დილით მზე ისევ ამოვა…

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, 36 წლის სერხიო რამოსმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სწყინს ესპანეთის ნაკრების სამონდიალო განაცხდში ვერმოხვედრა (არადა, მანამდე გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანეს), მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. „გასული სეზონი ძალიან რთული გამოდგა ტრავმებისა და ახალ კლუბთან, ქალაქთან შეგუების გამო. ყველაფერი გავიღე გამოჯანმრთელებისთვის და ახლა ისევ ამბიციური მიზნებისთვის ვარ მზად. საბედნიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ სეზონში...

მო შურისძიების ჟინით არის შეპყრობილი
ჩანაწერი

მო შურისძიების ჟინით არის შეპყრობილი

მოჰამედ სალაჰს შურისძიება სწყურია. წუხელ გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალი 2018 წლის გამეორება იქნება — „ლივერპული” „რეალს” შეხვდება — ეგვიპტელს კი მადრიდელებთან თავისი ანგარიში აქვს. შეხვედრა 28 მაისს, პარიზში გაიმართება. სალაჰმა თავის ტვიტერსა და ინსტაგრამზე დაწერა: „ჩვენ ანგარიში გვაქვს გასასწორებელი”! მერსისაიდელთა თავდამსხმელს ინსტაგრამზე დაახლოებით 50 მილიონი გამომწერი ჰყავს. პოსტის დადებიდან 45 წუთში მას...

რამოსი ძველი ამბიციებით
ჩანაწერი

რამოსი ძველი ამბიციებით

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, სერხიო რამოსმა, განაცხადა, რომ ბედნიერია პარიზულ კლუბში ყოფნით და იქ მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. „ბედნიერი ვარ. ყველა ტიტულის მოგება გვსურს. შესანიშნავი კლუბია, უნიკალური პროექტით. მართალია ისტორია დიდი არ აქვს, მაგრამ დღეს ყველა ფეხბურთელის ოცნება პსჟ-ში თამაშია. მე კი ძველებური ამბიციები მაქვს –  მინდა ყველგან გავიმარჯვო,“ – ამბობს რამოსი. 35 წლის ესპანელი ფრანგულ...

რამოსი ჯერ სწავლობს
ჩანაწერი

რამოსი ჯერ სწავლობს

„დღეს ახალი დღეა, რომ ვისწავლო. ხვალ ისევ ახალი დღე იქნება, რათა უკეთესი გავხდე“, – ეს რომელიმე სკოლის მოსწავლის, ან ჭაბუკი ფეხბურთელის კი არა, სერხიო რამოსის ნაწერია სოციალურ ქსელში… სერხიო რამოსი 35 წლისაა. და რატომ დაწერა ეს, რას მოაყოლა? გაძევებას. ესპანელი მცველი „ლორიანი“ – პსჟ-ის შეხვედრაში (1:1) გააწითლეს. ჯერ ისედაც ნოემბრის თოვლივით იშვიათადღა თამაშობს და ახლა...

რამოსი რეალთან სიკვდილამდე იბრძოლებს
ჩანაწერი

რამოსი რეალთან სიკვდილამდე იბრძოლებს

„რეალის“ ლეგენდამ, ყოფილმა კაპიტანმა სერხიო რამოსმა შეიძლება მადრიდელი თაყვანისმცემლები გაანაწყენოს. „პარი სენ ჟერმენი“ ის კლუბია, რომელიც მენდო და მის გამო ნებისმიერ მეტოქესთან სიკვდილამდე ვიბრძოლებო, თქვა ვეტერანმა მას მერე, რაც უეფას არეულ-დარეულმა და ერთ დღეში ორჯერ ჩატარებულმა კენჭისყრამ პარიზელებს მაინცდამაინც „რეალი“ შეახვედრა. არადა, წილისყრის პირველი, გაუქმებული შედეგების მიხედვით პსჟ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა შებრძოლებოდა — მსოფლიო მას...

მესი თამაშგარეთ დარჩა
ჩანაწერი

მესი თამაშგარეთ დარჩა

„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 ნოემბერს გერმანულ „ლაიფციგთან“ გასამართი მატჩისთვის გაფართოებული განაცხადი გაასაჯაროვა. განაცხადში ვერ მოხვდა ლეო მესი. ოფიციალური ვერსიით, 34 წლის არგენტინელმა „ლილთან“ შეხვედრაში (2:1) სერიოზული დისკომფორტი განიცადა და მაურიციო პოჩეტინომ გართულების თავიდან აცილების მიზნით შეცვალა. ამას გარდა, ლეოს მუხლთან დაკავშირებული მცირე პრობლემა აქვს, რის გამოც გუშინ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ლეო...

პსჟ სერხიო რამოსს უშვებს
ჩანაწერი

პსჟ სერხიო რამოსს უშვებს

გასულ ზაფხულს 35 წლის ესპანელი მცველი პარიზში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, მაგრამ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. ამის მიზეზი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ტრავმებია. სერხიო ძალიან ჩქარობს მწყობრში ჩადგომას და არ ასრულებს მკურნალობის კურსს, რასაც ახალი ტრავმები მოსდევს. სერხიო რამოსის მუდმივად ლაზარეთში ყოფნა პსჟ-ისთვის მეტისმეტი ფუფუნებაა და როგორც Le Parisien იუწყება, ალბათ კონტრაქტს გაუწყვეტენ.