„დღეს ახალი დღეა, რომ ვისწავლო. ხვალ ისევ ახალი დღე იქნება, რათა უკეთესი გავხდე“, – ეს რომელიმე სკოლის მოსწავლის, ან ჭაბუკი ფეხბურთელის კი არა, სერხიო რამოსის ნაწერია სოციალურ ქსელში…
სერხიო რამოსი 35 წლისაა. და რატომ დაწერა ეს, რას მოაყოლა? გაძევებას. ესპანელი მცველი „ლორიანი“ – პსჟ-ის შეხვედრაში (1:1) გააწითლეს. ჯერ ისედაც ნოემბრის თოვლივით იშვიათადღა თამაშობს და ახლა კიდევ დისკვალიფიკაციის გამო მოუწევს მომდევნო მატჩის გამოტოვება.
საინტერესოა, რომ სერხიო რამოსი ტოპ-5 ჩემპიონატების მასშტაბით უკონკურენტოა გაძევებების მხრივ… 27-ე წითელი ბარათი მიიღო და მეორე ადგილზე „ინტერისა“ და „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველი, განელი სალი მუნტარია – 13 წითელი. მხოლოდ 13!
რამოსთან ახლოს არავინ არაა, მუნტარი მასთან ფრთიანი ანგელოზია…
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
