„დღეს ახალი დღეა, რომ ვისწავლო. ხვალ ისევ ახალი დღე იქნება, რათა უკეთესი გავხდე“, – ეს რომელიმე სკოლის მოსწავლის, ან ჭაბუკი ფეხბურთელის კი არა, სერხიო რამოსის ნაწერია სოციალურ ქსელში… სერხიო რამოსი 35 წლისაა. და რატომ დაწერა ეს, რას მოაყოლა? გაძევებას. ესპანელი მცველი „ლორიანი“ – პსჟ-ის შეხვედრაში (1:1) გააწითლეს. ჯერ ისედაც ნოემბრის თოვლივით იშვიათადღა თამაშობს და ახლა [...]
