„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, დაადასტურა, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა აგრძელებს მოლაპარაკებებს „ქალაქელების“ ესპანელი შემტევის, ფერან ტორესის ტრანსფერის თაობაზე.
„იანვარში ჩვენ თავდამსხმელის ყიდვას არ ვაპირებთ. ფერან ტორესი და „ბარსელონა“? ოფიციალურად ჯერ ცნობილი არაფერია. თუმცა ვიცი, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს და მხარეები თითქმის შეთანხმებულები არიან ტრანსფერზე“, – ამბობს გვარდიოლა.
ესპანური მედია კი წერს, რომ 21 წლის ტორესი კატალონიურ კლუბში 55 მილიონ ევროდ გადავა. ფერნანი „სიტიში“ 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ის „ვალენსიას“ აღზრდილია და მანჩესტერულ კლუბში 23 მილიონ ევროდ გადავიდა.
ახლგაზრდული ასაკის მიუხედავად, ტორესი უკვე ესპანთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
