კრიშტიანუ რონალდუმ კვლავ რეკორდი დაამყარა. თან ერთი კი არა, ერთბაშად ორი. უფრო ზუსტად, ერთ შეხვედრაში ორი. ეს გახლდათ პორტუგალიისა და ყატარის ნაკრებთა ამხანაგური გაჯიბრება, რომელიც პორტუგალიელების გამარჯვებით დასრულდა — 3:0. ამ თამაშში CR7-მა თავისი ქვეყნის ეროვნული მაისურით 112-ე გოლი გაიტანა და… სანაკრებო თამაშების რაოდენობით გადაასწრო სერხიო რამოსს — ანუ, ახლა, ევროპელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი...
ჭდე: სერხიო რამოსი
ამბიცია მოთოკე, სერხიო
„პარი სენ ჟერმენში“ ძალიან ბევრმა სუპერვარსკვლავმა მოიყარა თავი საიმისოდ, რომ კულუარებში დიდ-პატარა სკანდალები არ მოხდეს და მედიის განხილვის თემა არ გახდეს. ამჯერად პროგრამაში გუნდის ახალწვეული სერხიო რამოსია. ამბობენ, რომ ესპანელი მეტისმეტად ამპარტავნულად ექცევა კლუბის პერსონალს. არადა, ის არც გუნდის კაპიტანია და არც უპირველესი ვარსკვლავი, რომ მსგავსი საქციელი ეპატიოს. Cadena SER-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო...
რეალის უფასო გეგმები
„პარი სენ ჟერმენის“ შემტევი კილიამ მბაპე ამ ზაფხულს ფრანგულ კლუბს არ დატოვებს! ამის შესახებ ჯერ კლუბის სპორტულმა დერექტორმა ლეონარდომ განაცხადა, ხოლო შემდეგ თავად ფეხბურთელის გარემოცვამ დაადასტურა. ეს ყველაფერი მადრიდის „რეალის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც გაისად ხელში ხუთი ფეხბურთელის უფასოდ ჩაგდება სურს. 2022 წლის 30 ივნისს საკუთარ გუნდებთან კონტრაქტები ეწურებათ ანტონიო რუდიგერს, პოლ პოგბას, ედუარდო კამავიგას,...
სიხარული და სტვენა პარკ დე პრენსზე
შაბათს, „პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრებმა თავიანთ ახალ „გალაქტიკოებს“ ემოციური შეხვედრა მოუწყვეს. განსაკუთრებული ოვაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, ლეო მესის ერგო. ეს მოხდა ახალი სეზონის პირველი თამაშის წინ, რომელიც პარიზელებმა „სტრასბურს“ 4:2 მოუგეს. ფანებს ზაფხულის ხუთი ახალწვეული წარუდგინეს. ისინი იყვნენ ხსენებული მესი, სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი, ჟორჟინიო ვინალდუმი და ჯანლუიჯი დონარუმა. სხვა საქმეა, რომ ჩამოთვლილთაგან შეხვედრაში მხოლოდ...
სალამიც არ დაუმთავრებია
ჯერ სეზონი არ დაწყებულა და „პარი სენ ჟერმენის” ახალწვეული სერხიო რამოსი ტრავმის გამო უკვე გამოაკლდა გუნდს. 35 წლის ცენტრალურ მცველს ტერფი აწუხებს და მოედანზე სექტემბრის შუა რიცხვებში თუ გავა. შექმნილმა ცაიტნოტურმა სიტუაციამ პარიზელებს მისი შემცვლელის ძებნა გადააწყვეტინა. “ნაპოლის” დაცვის 30 წლის ლიდერი კალიდუ კულიბალი აქამდეც იყო პსჟ-ის სამიზნე. ფეხბურთელი “ნაპოლიში” 2014 წელს ბელგიური „გენკიდან” გადავიდა....
მესის და რამოსის სიძულვილის ისტორია
ვინ მოთვლის რამდენჯერ გაცხარებულან ერთმანეთზე ლეო მესი და სერხიო რამოსი. ხშირად, ემოცია ზღვარს სცდებოდა. ყოფილა, ერთმანეთზე გაწეულან და ეს ყველაფერი ელ კლასიკოს სდევდა თან. 15 წელიწადი დასდევდა მოედანზე რამოსი მესის და მართალია, როგორც პროფესიონალს არგენტინელის უმაღლესი ოსტატობა შეუძლებელია ვერ შეეფასებინა, დიდად არ ეპიტნავებოდა არგენტინელი. არც მესი გამოირჩეოდა რამოსის სიყვარულით. მაგრამ, გავიდა დაპირისპირებისა და შუღლის წლები...
რეალის გაურკვეველი მანევრები
რაც დრო გადის, სულ უფრო საეჭვო და არადამაჯერებელი მოჩანს მადრიდის „რეალში“ დავიდ ალაბას ვითომდა უფასოდ გადასვლის ისტორია. როგორც აღმოჩნდა, 5 წლის განმავლობაში (ამდენხნიანია კონტრაქტი) ალაბა 126,5 მილიონ ევროს მიიღებს. დაუმატეთ ამას კონტრაქტზე ხელმოწერისთვის გადახდილი პრემია 17,7 მილიონის ოდენობით. გამოდის, რომ მხოლოდ წლეულს მადრიდელებს ახალწვეული 37,17 მილიონი დაუჯდებათ. ანუ დახლოებით იმდენი, რამდენიც სერხიო რამოსზე იყო საჭირო....
მბაპე: სულ კარგად ბრძანდებოდეთ!
თხუთმეტდღიან შვებულებაში გასვლამდე კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენის” ბოსებს შეატყობინა, რომ ახალ კონტრაქტს აღარ განიხილავს და თუ წლეულს არ გაასხვისებენ, შეახსენა, რომ გაისად თავისუფალი აგენტი ხდება. არადა, პარიზელები მეტისმეტად გულუხვ შეთავაზებას აპირებდნენ, რომელიც კილიანის ოჯახის წევრებსაც შეეხებოდა. კერძოდ, მის 15 წლის ძმას უკვე გაუფორმეს სამწლიანი კონტრაქტი. მბაპე კი მაინც შეუვალია და „რეალში“ თამაში სურს. ამრიგად,...
პერესი: ჩვენ სერხიოს ვუთხარით, რომ შეთავაზებას ვადა ჰქონდა
სეზონის ბოლოს, „რეალმა” ორი დიდი ფიგურა დაკარგა — მწვრთნელი ზინედინ ზიდანი და კაპიტანი სერხიო რამოსი. ორივე მათგანის წასვლას ერთი რამ ჰქონდა საერთო, ორივე საქმეში ამა თუ იმ ფორმით გარეული იყო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და იკვეთებოდა მასთან კონფლიქტის კონტურები. El Transistor de Onda Cero-თან ინტერვიუში პერესი ორივე თემას შეეხო, თუმცა დეტალებში მაინც არ შესულა. რამოსმა...
ემოციური სერხიო რამოსი
სერხიო რამოსი „რეალს” ემოციურად დაემშვიდობა. თავის მიმართვაში, 35 წლის ვარსკვლავმა თავიდან მშობლები ახსენა, შემდეგ კი გაიხსენა ის დღე, როდესაც პირველად ჩავიდა „სანტიაგო ბერნაბეუზე” და ემოციამაც მაშინ იმძლავრა. დარბაზში ისხდნენ რამოსის ცოლი პილარ რუბიო და მათი ოთხი შვილი. „მადრიდში მშობლების და და-ძმის დახმარებით ჩამოვედი, — თქვა რამოსმა, — მაშინ ბავშვი ვიყავი, დღეს კი შესანიშნავი ოჯახი მყავს,...









