ჭდე: სერხიო რამოსი

Home სერხიო რამოსი
რამოსი რეალიდან წავიდა
ჩანაწერი

რამოსი რეალიდან წავიდა

სერხიო რამოსი „რეალიდან” მიდის. კაპიტანმა და კლუბმა საერთო ენა ვერ გამონახეს. მართალია, ოფიციალურად, კონტრაქტის ამოწურვამდე ჯერ კიდევ ორი კვირაა, მაგრამ ეს დრო ვეღარაფერს შეცვლის. პრეს-კონფერენციას რამოსი დღეს მოაწყობს. „მარკას” ვერსიით, „რეალმა” ვარსკვლავს, რომელიც 16 წელი ემსახურა, ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივება და ჯამაგირის 10 პროცენტით მოკლება შესთავაზა, მაგრამ რამოსმა ორ წელიწადზე ნაკლებვადიანი კონტრაქტი იუარა. რამოსის პრეს-კონფერენციას...

წინადადებაც ამას ჰქვია
ჩანაწერი

წინადადებაც ამას ჰქვია

ხმა დაირხა, რომ სერხიო რამოსი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. „რეალში” გატარებული 16 წლის შემდეგ, 35 წლის ვარსკვლავს, რამდენიმე დღეში, მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, როგორ წარიმართება მისი კარიერა ივლისიდან, მაგრამ სრულიად შესაძლებელია რამოსს სევილიიდან საინტერესო წინადადებით მიმართონ. ესპანური წყაროების თანახმად, „სევილია” მზად არის რამოსთან ხუთწლიანი(!) ხელშეკრულება გააფორმოს. ანუ, ვეტერანი მისი ვადის გასვლის...

რეალი აჯანყებას გადარჩა
ჩანაწერი

რეალი აჯანყებას გადარჩა

„რეალის” მწვრთნელად კარლო ანჩელოტი დაინიშნა, თუმცა, მანამდე მადრიდის კლუბი აქტიურად განიხილავდა მისი თანამემამულის, ანტონიო კონტეს კანდიდატურას. „თაიმზის” პოდკასტ „სატრანსფერო ფანჯრის” წამყვანმა დანკან კესტლისმა თქვა, რომ „ლოს ბლანკოსის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კონტესთან მოლაპარაკებებსაც კი აწარმოებდა, მაგრამ კინაღამ ფეხბურთელების აჯანყება გამოიწვია. პერესს დაახლოებით ათი ფეხბურთელი დაკავშირებია და უთქვამს, თუ კონტეს მოიყვან, მე გუნდიდან წავალო. პრეზიდენტს რომ დაუნახავს...

რამოსი და ერთი თვე
ჩანაწერი

რამოსი და ერთი თვე

სერხიო რამოსის კონტრაქტს „რეალთან” ერთ თვეში ძალა ეკარგება, მაგრამ კაპიტანი და კლუბი ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ ვერ შეთანხმებულან. რამოსი მადრიდში 2005 წელს, „სევილიადან” გადავიდა და იქ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მცველად ჩამოყალიბდა. „სანტიაგო ბერნაბეუდან” გამოსულ ხმათა თანახმად ამ ეტაპზე თავის პირობებს არც „რეალი” თმობს და არც რამოსი, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ საბოლოოდ მხარეები მაინც შეთანხმდებიან. სხვანაირად რთული...

ჩაბი ალონსოს ხუთეული
ჩანაწერი

ჩაბი ალონსოს ხუთეული

„ლივერპულის”, „რეალისა” და „ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა ჩაბი ალონსომ თავისი ხუთი რჩეული ფეხბურთელი დაასახელა. ალონსომ ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ბევრი დიდი ვარსკვლავის მხარდამხარ თუ წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო მისმა ძველმა თანაგუნდელმა ჯეიმი კარაგერმა თავის პოდკასტში The Greatest Game მათგან რამდენიმეს გამოყოფა სთხოვა. კარაგერმა ბასკს ხუთკაცა ფეხბურთის „დრიმ თიმი” შეადგენინა. ალონსომ, რომელიც დღეს „რეალ სოსიედადის” B გუნდს წვრთნის, თავისი...

სერხიო რამოსი დავირუსდა
ჩანაწერი

სერხიო რამოსი დავირუსდა

მადრიდის „რეალის“ მცველისა და კაპიტნის, სერხიო რამოსის კოვიდტესტზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს მოუწევს კაპიტანს უქმობა, მაგრამ 18 აპრილს გუნდს „ხეტაფესთან“ რომ ვერ დაეხმარება, გადაწყვეტილი ამბავია. შეგახსენებთ, რომ რამოსს ტრავმის გამო გასული „ელ კლასიკო“ გაუცდა.

ეკ კლასიკო ტრიბუნიდან
ჩანაწერი

ეკ კლასიკო ტრიბუნიდან

შაბათს მადრიდში, „რეალის” ბაზაზე გამართული „ელ კლასიკო” საინტერესო კუთხით მიმოიხილა კატალონიურმა გამოცემამ, „სპორტმა”. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა ხდებოდა ვალდებებასის ბაზაზე, „ადლფრედო დი სტეფანოს” სახელობის პატარა სტადიონის ტრიბუნებზე და მოედნის კიდესთან. „სპორტი” წერს, რომ „რეალისა” და „ბარსელონას” შეხვედრა ამ სარბიელისთვის ზედმეტად დიდი მოვლენა იყო. შეგახსენებთ, რომ „რეალმა” მოიგო 2:1. კატალონიური გაზეთი წერს, რომ პირველ...

მესის რომ ბარსელონაში არ ეთამაშა…
ჩანაწერი

მესის რომ ბარსელონაში არ ეთამაშა…

სერხიო რამოსმა თქვა, ლეო მესი „ბარსელონას” ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, „რეალი” გაცილებით მეტ ტიტულს მოიგებდაო. მადრიდელების კაპიტანმა მესის მსგავსად ოთხჯერ(!) მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონი მხოლოდ ხუთჯერ გახდა, მაშინ როდესაც არგენტინელმა ათჯერ იზეიმა ლა ლიგის პირველობა. „ამ წლების განმავლობაში პრობლემებს მესი გვიქმნიდა, — თქვა სევილიელმა მცველმა დოკუმენტურ ფილმში „სერხიო რამოსის ლეგენდა”, — ჩემი ვარაუდით,...

რიგითი რამოსის 5 წუთი
ჩანაწერი

რიგითი რამოსის 5 წუთი

ესპანეთის ნაკრებმა კოსოვოს 3:1 მოუგო. ეს გახლდათ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის შესარჩევი მატჩი, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთის გუნდების შეხვედრის (1:1) პარალელურად სევილიაში გაიმართა. „ლა როხას” გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, ამიტომ მთავარი ყურადღება საკუთრივ მატჩის მიმდინარეობამ კი არა, იმ ამბავმა მიიპყრო, რომ ლუის ენრიკემ სერხიო რამოსი მხოლოდ ბოლო 5 წუთით ათამაშა. ესპანეთის ნაკრებს საქართველოს...

დღეს სერხიოს დღეობაა…
ჩანაწერი

დღეს სერხიოს დღეობაა…

დღეს სერხიო რამოსი 35 წლის გახდა და ესპანეთის ნაკრების ბიჭებთან ერთად დღეობას მშობლიურ ქალაქ სევილიაში აღნიშნავს. მართლმადიდებელთაგან განსხვავებით, 2021 წელს, კათოლიკები ვნების კვირას ამ დღეებში აღნიშნავენ, ვინაიდან აღდგომა მათ და პროტესტანტებს 4 აპრილს აქვთ, ეს კი იმიტომ ვახსენეთ, რომ ვნების კვირას რამოსის სანაკრებო კარიერაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. 2005 წელს, სწორედ ვნების კვირა იყო, როდესაც...