სერხიო რამოსმა თქვა, ლეო მესი „ბარსელონას” ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, „რეალი” გაცილებით მეტ ტიტულს მოიგებდაო.
მადრიდელების კაპიტანმა მესის მსგავსად ოთხჯერ(!) მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონი მხოლოდ ხუთჯერ გახდა, მაშინ როდესაც არგენტინელმა ათჯერ იზეიმა ლა ლიგის პირველობა.
„ამ წლების განმავლობაში პრობლემებს მესი გვიქმნიდა, — თქვა სევილიელმა მცველმა დოკუმენტურ ფილმში „სერხიო რამოსის ლეგენდა”, — ჩემი ვარაუდით, ის „ბარსელონას” ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ესპანეთის ჩემპიონები მეტჯერ გავხდებოდით.
იყო პერიოდი, როდესაც ისტორიაში საუკეთესო „ბარსელონასთან” გვიწევდა ბრძოლა. სათავეში დიდი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ გვყავდა, მაგრამ მათი დამარცხება ჭირდა.
იმ პერიოდში ბევრი ტიტული არ მოგვიგია და თან, ორ გუნდს შორის დიდი დაძაბულობა იყო. ამ დაძაბულობას ან ორივე მხარე იწვევდა ან ჩვენ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/08/2026 | 08:33გენდუზის გადარევა
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 07:21ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
