სერხიო რამოსი „რეალიდან” მიდის. კაპიტანმა და კლუბმა საერთო ენა ვერ გამონახეს. მართალია, ოფიციალურად, კონტრაქტის ამოწურვამდე ჯერ კიდევ ორი კვირაა, მაგრამ ეს დრო ვეღარაფერს შეცვლის. პრეს-კონფერენციას რამოსი დღეს მოაწყობს.
„მარკას” ვერსიით, „რეალმა” ვარსკვლავს, რომელიც 16 წელი ემსახურა, ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივება და ჯამაგირის 10 პროცენტით მოკლება შესთავაზა, მაგრამ რამოსმა ორ წელიწადზე ნაკლებვადიანი კონტრაქტი იუარა.
რამოსის პრეს-კონფერენციას „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც დაესწრება.
„სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებულ წლებში სერხიო რამოსი ოთხჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ოთხჯერ მოიგო კლუბთა მსოფლიო თასი, სამჯერ ევროპის სუპერთასი, ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი, ოთხჯერ კი ესპანეთის სუპერთასი.
„რეალის” ისტორიაში მასზე ტიტულოვანი მხოლოდ ლგენდარული ფრანსისკო ხენტოა, რომლის ძმის შვილიშვილი, მარკოს ლორენტე, დღეს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე გამოდის.
„მარკას” ინფორმაციით, სერხიო რამოსი დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე არ აპირებს დაასახელოს სად გააგრძელებს კარიერას, მაგრამ კლუბი, რომელთანაც მას ყველაფერი ფაქტობრივად მოგვარებული აქვს, უკვე არსებობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
სიახლეები24/10/2026 | 08:19პარიზელი ფანები ბოიკოტს მოითხოვენ
სიახლეები23/10/2026 | 09:09ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
