დავიწყოთ პედრით. „ბარსელონას” 18 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის ნაკრებში თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა. დებიუტმა ყმაწვილკაცი გაახარა, მაგრამ შედეგმა უკმაყოფილო დატოვა: „ლა როხამ” გრანადაში საბერძნეთთან 1:1 ითამაშა. ეს გახლდათ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის შესარჩევი მატჩი. ამავე ჯგუფში შვედეთმა მოუგო საქართველოს 1:0. „მერჩივნა, სხვანაირი დებიუტი მქონოდა, — თქვა მატჩის შემდეგ პედრიმ, — მეორე მხრივ კი, ესპანეთის...
ჭდე: სერხიო რამოსი
მარკა: რონალდუ შეიძლება რეალში დაბრუნდეს
მიმდინარე სეზონის 34 შეხვედრაში გატანილი 30 გოლით კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის” მთავარ შემტევ ძალად რჩება. გასულ სეზონში მან 46 თამაშში 37 გოლი შეაგდო, ხოლო 2018-19 წლებში 43 შეხვედრაში 28. ესპანური გაზეთი „მარკა” მოყვანილ სტატისტიკას ასე უყურებს: 2018 წლიდან, ანუ რონალდუს გაყიდვის შემდეგ, „რეალმა” 95 გოლი მოიკლო. რასაკვირველია, „ლოს ბლანკოსის” თავდასხმაში ცარიელი ადგილი უპატრონოდ არ დარჩენილა, მის...
პირველად, რაც რონალდუ წავიდა
ჩემპიონთა ლიგაში 70 გოლი დიდებული შედეგია — „ატალანტას” კარში შეგდებული ბურთი ქარიმ ბენზემას კარიერაში სწორედ 70-ე გამოდგა, „რეალმა” კი 3:1 გაიმარჯვა (პირველ შეხვედრაში 1:0 ჰქონდა მოგებული) და ბოლო სამ სეზონში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. 2018 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც „ლოს ბლანკოსმა” ბოლოჯერ მოიგო ლიგა და კრიშტიანუ რონალდუს შეელია, გუნდს მეოთხედფინალში აღარ ჰქონდა ნათამაშევი. ევროპის...
ბენზემამ რეალს მოაგებინა
„რეალმა” შინ ძნელად მოუგო „ელჩეს”, 2:1, მაგრამ ამ გამარჯვების წყალობით ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა. იმავე საღამოს, ლიდერმა, „ატლეტიკომ”, ხეტაფეში 0:0-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა და ახლა მადრიდის ორ გუნდს შორის სხვაობა 6 ქულაა. ორივეს 27 შეხვედრა აქვს ნათამაშები. „რეალისა” და „ელჩეს” შეხვედრა საინტერესო გახლდათ იმითაც, რომ „თეთრებს” დაუბრუნდა კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელიც მთელი ორი თვე ტრავმებს მკურნალობდა....
რეალმა რამოსს კარლოსი უპოვა
მადრიდის “რეალსა” და სერხიო რამოსს შორის მოლაპარაკების პროცესი საბოლოოდ არ დასრულებულა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, ვეტერანი მცველი გუნდიდან წავა. განხეთქილება ახალმა კონტრაქტმა გამოიწვია. “რეალი” 35 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს ერთწლიანზე ხანგრძლივ კონტრაქტს არ სთავაზობს, სერხიო კი 35-ის მარტში მოიყრება. ამას გარდა, კლუბი ფეხბურთელისგან ხელფასის 30%-თ შემცირებას მოითხოვს. რამოსს აქვს სათადარიგო ვარიანტი – „პარი სენ ჟერმენი”, 3-წლიანი...
სერხიო რამოსს ოპერაცია გაუკეთეს
სერხიო რამოსის გარეშე ძნელია, მაგრამ „რეალი” ამას უნდა შეეჩვიოს. კაპიტანი ცუდ დროს დაშავდა. თითქმის თვე გავიდა მას მერე, რაც რამოსმა ბოლოს ითამაშა — „ბილბაოსთან”, სუპერთასზე, 14 იანვარს — ახლა კი ცნობილი გახდა, რომ 34 წლის ვარსკვლავს კიდევ ორი თვე მოუწევს უქმობა. მადრიდის კლუბმა დაადასტურა, რომ მან მუხლის ოპერაცია გაიკეთა და აღდგენის პერიოდი ეწყება. ასეთი მძიმე...
ნაკოვიდარი და გაღიზიანებული ზიდანი
დღეს, „რეალი” „უესკასთან” სტუმრად თამაშობს. გუშინ, მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ონლაინ პრეს-კონფერენცია გამართა. ეს იყო მისი პირველი საჯარო გამოჩენა covid 19-ის მოხდის შემდეგ, რომელიც უჩვეულო გამოდგა — ფრანგს ნერვები ღალატობდა და გაღიზიანებული ლაპარაკობდა. „მოგვეცით საშუალება ბოლომდე ვიბრძოლოთ, — უთხრა ზიდანმა ჟურნალისტებს, — ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც შარშან გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ათი წლის წინ კი...
რონალდუს და მესის დაეწია
იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „ფიორენტინამ“ 9 კაცით გაუძლო „ტორინოს“ მიძალებას (1:1) და ტურინიდან ქულა გაიყოლა. ეგ კი არა, 88-ე წუთამდე სტუმრები სულაც იგებდნენ. სეზონში პირველი გოლი გაიტანა ფრანკ რიბერიმ. ფრანგი შემტევი ამ გოლით სულ მეხუთე ფეხბურთელი შეიქნა, ვისაც ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში ზედიზედ 17 სეზონის განმავლობაში აქვს გატანილი. აქამდე მსგავსი მიღწევით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), ლეო...
რამოსი და ვასკესი რეალს არ ჩქარობენ
დიდი ალბათობით, პსჟ-ში სერხიო რამოსის ტრანსფერი შედგება. ფრანგული მხარე 34 წლის ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს. როგორც ჩანს, ეს იმაზე მეტია, რაც მადრიდის „რეალის“ ახალ, ჯერაც ხელმოუწერელ ხელშეკრულებაში წერია. რამოსს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, კაპიტანმა კი მოლაპარაკებები შეწყვიტა. როგორც ესპანელი ჟურნალისტები წერენ, უახლოეს პერიოდში ამ თემაზე საუბარიც კი არ...
რამოსი მეორე რონალდუა?
ცოტა გაუგებარია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ covid 19-ით დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, „რეალის” თავკაც ზინედინ ზიდანს ნება დართეს პამპლონაში გუნდთან ერთად გაემგზავროს და „ოსასუნასთან” შეხვედრაში უხელმძღვანელოს მას. ზიდანს ტესტი ჩაუტარეს. ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. და მაინც, წინა დღით წერდნენ, რომ ესპანეთის ჯანდაცვის სისტემისა და ლა ლიგის რეგულაციების შესაბამისად, ფრანგი თვითიზოლაციაში უნდა გადასულიყო, მისი გუნდში დაბრუნება-არ...









