თხუთმეტდღიან შვებულებაში გასვლამდე კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენის” ბოსებს შეატყობინა, რომ ახალ კონტრაქტს აღარ განიხილავს და თუ წლეულს არ გაასხვისებენ, შეახსენა, რომ გაისად თავისუფალი აგენტი ხდება.
არადა, პარიზელები მეტისმეტად გულუხვ შეთავაზებას აპირებდნენ, რომელიც კილიანის ოჯახის წევრებსაც შეეხებოდა.
კერძოდ, მის 15 წლის ძმას უკვე გაუფორმეს სამწლიანი კონტრაქტი. მბაპე კი მაინც შეუვალია და „რეალში“ თამაში სურს.
ამრიგად, მბაპე შეიძლება გუნდიდან წავიდეს, მაგრამ მოსალოდნელია მატებაც. ამბობენ, რომ დღე-დღეზე კონტრაქტს გააფორმებს სერხიო რამოსი, რომელიც თავისუფალი აგენტია.
პსჟ 35 წლის ფეხბურთელს 1+1 სისტემის კონტრაქტს სთავაზობს, რაზეც სერხიო თანახმაა, თუკი წელიწადში 13 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
