ჭდე: სევილია

Home სევილია
პირველად ჩემპიონთა ლიგაში
ჩანაწერი

პირველად ჩემპიონთა ლიგაში

უმთავრესმა ევროტურნირმა ერთდრულად რამდენიმე თრილერი შემოგვთავაზა, მაგრამ ისტორიას ყველა ვერ შემორჩება. სევილიის „რამონ სანჩეს პისხუანზე“ კი ნამდვილად ისტორიული მატჩი შედგა. აქამდე ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ოთხი პენალტი არასოდეს დანიშნულა, აქ კი ინებეთ – მხოლოდ პირველმა ტაიმმა დაიტია. მშრალი ქრონოლოგია ასეთი გახლავთ: 11-ე წუთი. სევილიელი დიეგო კარლოსი საკუთარ საჯარიმოში სტუმარი „ზალცბურგის“ შემტევ კარიმ ადეიემს ეუხეშა. პენალტი...

ბოატენგი ანდალუსიას უმიზნებს
ჩანაწერი

ბოატენგი ანდალუსიას უმიზნებს

სად ითამაშებს მომავალი სეზონიდან 32 წლის ჯერომ ბოატენგი? 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ამ ზაფხულს „ბაიერნთან” ათწლიანი ურთიერთობა დაასრულა. მას ბავარიელებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მხარეებმა ახალი ხელშეკრულების გაფორმება აღარ ისურვეს. და აი, ბოლო დღეებში გამოჟონა ინფორმაციამ — ბოატენგს გეზი ესპანეთისკენ უჭირავს. მას მოლაპარაკება „სევილიასთან” წამოუწყია. „ბაიერნთან” გამომშვიდობებისას ბოატენგმა თქვა: „გასული სეზონი კარგად ჩავატარე. ტრავმის გამოც...

წინადადებაც ამას ჰქვია
ჩანაწერი

წინადადებაც ამას ჰქვია

ხმა დაირხა, რომ სერხიო რამოსი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. „რეალში” გატარებული 16 წლის შემდეგ, 35 წლის ვარსკვლავს, რამდენიმე დღეში, მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, როგორ წარიმართება მისი კარიერა ივლისიდან, მაგრამ სრულიად შესაძლებელია რამოსს სევილიიდან საინტერესო წინადადებით მიმართონ. ესპანური წყაროების თანახმად, „სევილია” მზად არის რამოსთან ხუთწლიანი(!) ხელშეკრულება გააფორმოს. ანუ, ვეტერანი მისი ვადის გასვლის...

უჩვეულო VAR-იანტი მადრიდში
ჩანაწერი

უჩვეულო VAR-იანტი მადრიდში

თამაშის დამთავერბამდე თხუთმეტიოდე წუთი რჩებოდა. „რეალს” „სევილიასთან” შეხვედრაში ანგარიში ახალი გათანაბრებული ჰქონდა და მოგებაზე იწყებდა ფიქრს. მადრიდელთა კართან სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს, მასპინძლებმა საჯარიმოდან ბურთი გამოიტანეს, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ქარიმ ბენზემა მეტოქის კარისკენ გაიჭრა, საჯარიმოში შეირბინა და იქ მაროკოელმა მეკარემ ბონომ წააქცია. მადრიდი აშკარა პენალტს ელოდა, მაგრამ… თურმე, ჯერ მათ საჯარიმოში ჩაწოდებული კუთხურის ამბავი ყოფილა გასარჩევი....

ჰოლანდი მეოთხედფინალშია
ჩანაწერი

ჰოლანდი მეოთხედფინალშია

ერლინგ ჰოლანდს გოლი გოლზე გააქვს: „დორტმუნდმა” და „სევილიამ” 2:2 ითამაშეს, მასპინძელთაგან ორივე ჰოლანდმა შეაგდო. პირველი შეხვედრა გერმანულ გუნდს ჰქონდა მოგებული 3:2, ასე რომ, ესპანელებმა ჩამორჩენა ვერ გამოასწორეს. „მანჩესტერ სიტის”, „მანჩესტერ იუნაიტედის” და ბევრი სხვა ბობოლას სამიზნე, 20 წლის ნორვეგიელი თავდამხმელი საოცარ რეკორდებს ამყარებს — ჩემპიონთა ლიგაში სულ 14 მატჩი აქვს ნათამაშები და უკვე 20 გოლი...

არც შენი, არც ჩემი
ჩანაწერი

არც შენი, არც ჩემი

ესპანური „სევილიას“ ფრანგი მცველი ჟიულ კუნდე ერთობ ნიჭიერი ყმაწვილია და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრია. 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჯამში 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გარდა 4 ყვითელი ბარათით გამოირჩა. მისი გადაბირების მსურველთა შორის „რეალი“ და „ბარსელონაც“ არიან, მაგრამ შესაძლოა, კუნდე სულაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩნდეს. ფრანგს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე...

ჰოლანდის ფესტივალი
ჩანაწერი

ჰოლანდის ფესტივალი

20 წლის ერლინგ ჰოლანდმა „დორტმუნდს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად შესანიშნავი პირობა შეუქმნა. მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „შავ-ყვითლებმა” სევილიაში 3:2 მოიგეს. ნორვეგიელმა ორი გოლი გაიტანა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს — მე-7 წუთზე სუსომ შეაგდო. განსაკუთრებით ლამაზი სანახავი მაინც ჰოლანდის პირველი გოლი იყო. ამ მომენტს ქვემოთ, ვიდეოში ნახავთ, თუმცა მანამდე არანაკლებ ეფექტურად გერმანელმა მაჰმუდ დაჰუდმა შეაგდო — საჯარიმო მოედნის...

რეალმა რამოსს კარლოსი უპოვა
ჩანაწერი

რეალმა რამოსს კარლოსი უპოვა

მადრიდის “რეალსა” და სერხიო რამოსს შორის მოლაპარაკების პროცესი საბოლოოდ არ დასრულებულა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, ვეტერანი მცველი გუნდიდან წავა. განხეთქილება ახალმა კონტრაქტმა გამოიწვია. “რეალი” 35 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს ერთწლიანზე ხანგრძლივ კონტრაქტს არ სთავაზობს, სერხიო კი 35-ის მარტში მოიყრება. ამას გარდა, კლუბი ფეხბურთელისგან ხელფასის 30%-თ შემცირებას მოითხოვს. რამოსს აქვს სათადარიგო ვარიანტი – „პარი სენ ჟერმენი”, 3-წლიანი...

ბარსამ ცუდად ითამაშა
ჩანაწერი

ბარსამ ცუდად ითამაშა

ივან რაკიტიჩმა ესპანეთის სამეფო თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში თავის ყოფილ გუნდს, „ბარსელონას”, გოლი გაუტანა, მაგრამ არ იზეიმა — „სევილიამ” „ბლაუგრანას” 2:0 მოუგო. კატალონიური პრესა შიშობს, რომ მათმა გუნდმა შესაძლოა ეს ანგარიში ვეღარც შემოატრიალოს და ორივე გოლს სამუელ უმტიტის აბრალებს. ფრანგს კოშმარული საღამო ჰქონდა, თუმცა მთლიანობაში გუნდმაც საზიზღრად ითამაშაო. შეხვედრის დასაწყისში სევილიელთა მაროკოელმა მეკარე ბონომ ფაქტობრივად...

რეალს საუკეთესო არ სურს
ჩანაწერი

რეალს საუკეთესო არ სურს

ყველაფერი იქით მიდის, რომ მადრიდის „რეალის“ მცველი და კაპიტანი სერხიო რამოსი „სამეფო კლუბს“ დატოვებს. როგორც ირკვევა, „რეალს“ სურვილი აქვს რამოსთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელოს, თუმც თავად ფეხბურთელს ორწლიანი ხელშეკრულება სურს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, არაა გამორიცხული რამოსმა მადრიდი დატოვოს. სერხიომ კი ერთი უპირატესობა მიიღო:  France Football-ის მკითხველებმა რამოსი ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მცველად დაასახელეს....